eTwinning მომავალი მასწავლებლებისთვის
ციფრული უნარების გამოყენებიდან დაწყებული, საერთაშორისო თანამშრომლობით პროექტებში ჩართვამდე, „eTwinning მომავალი მასწავლებლებისთვის“ აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია eTwinning-ს ხელი შეუწყოს მასწავლებელთა ახალი თაობების განვითარებას.
eTwinning-ის ინტეგრაცია მასწავლებელთა საწყის განათლებაში ეხმარება მომავალ მასწავლებლებს:
- აღმოაჩინონ და განახორციელონ პროექტზე დაფუძნებული სწავლება და მულტიდისციპლინარული მუშაობა,
- განავითარონ თავიანთი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) და ენობრივი უნარები,
- განახორციელონ ევროპული, საერთაშორისო და ინტერკულტურული გაცვლა სხვა განათლების სისტემების მასწავლებლებთან,
- განავითარონ პროფესიული უნარები (როგორიცაა პროექტის მართვა და გუნდური მუშაობა),
- დაფიქრდნენ საკუთარ სწავლების პრაქტიკებზე.
როგორ შემიძლია ჩავერთო eTwinning-ში, როგორც სტუდენტ-მასწავლებელი?
სხვადასხვა ქვეყანა და მასწავლებელთა განათლების დაწესებულება eTwinning-ს მომავალ მასწავლებლებს სხვადასხვა გზით აცნობს, მაგალითად:
- „eTwinning-ის გაცნობის“ მოდულის ჩართვა მასწავლებელთა საწყისი განათლების სასწავლო გეგმაში;
- eTwinning თანამშრომლობითი პროექტების შექმნა მასწავლებელთა განმანათლებლებისთვის ან/და სტუდენტ-მასწავლებლებისთვის (ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე), ან eTwinning პროექტების განხორციელება სკოლის მოსწავლეებთან, როდესაც სტუდენტ-მასწავლებლები გადიან პრაქტიკას სკოლებში.
eTwinning-ის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციები (NSO) უზრუნველყოფენ მასწავლებელთა საწყისი განათლების დაწესებულებებს ტრენინგებით, ტექნიკური მხარდაჭერითა და დახმარებით სხვა ქვეყნების სტუდენტებთან კავშირების დამყარებაში.
ამ სფეროში eTwinning-ის მონაწილეობა შეზღუდულია იმ დაწესებულებებით, რომლებსაც აქვთ ოფიციალური შეთანხმება თავიანთი ქვეყნის NSO-სთან. თუ ხართ სტუდენტ-მასწავლებელი ან მასწავლებელთა განმანათლებელი და გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს ქვეყანაში არსებულ NSO-ს.
ევროპული პრიზი მასწავლებელთა საწყისი განათლებისთვის
ევროპული პრიზი მასწავლებელთა საწყისი განათლებისთვის (ITE) 2022 წელს ამოქმედდა, რათა ხაზი გაესვა და დაჯილდოვებულიყვნენ eTwinning-ში ყველაზე აქტიური მასწავლებელთა საწყისი განათლების დაწესებულებები. ჯილდო გამოყოფს, აღნიშნავს და ხელს უწყობს დაწესებულებების მიერ განხორციელებულ საქმიანობას სამ ძირითად სფეროში: სასწავლო გეგმაში ინტეგრაცია; პროექტების განხორციელება; კვლევითი შედეგები. გაიგეთ მეტი მასწავლებელთა საწყისი განთლების ევროპული პრიზის შესახებ.