ჩაერთეთ აქტიურად
დამოუკიდებლად იმაზე, ხართ ექსპერტი, პედაგოგი, მკვლევარითუ ორგანიზაციის წარმომადგენელი — თქვენ შეგიძლიათდაუკავშირდეთ ევროპულისასკოლო განათლების პლატფორმას, წვლილი შეიტანოთ eTwinning-ის საზოგადოებაში და გააფართოვოთ თქვენი კავშირებიდა შესაძლებლობები.
როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ
მხარდამჭერი პარტნიორები: ორგანიზაციებსა დაინიციატივებს, რომლებიცაკმაყოფილებენ გარკვეულკრიტერიუმებს, შეუძლიათგანაცხადონ მხარდამჭერი პარტნიორების ქსელში გაწევრიანებაზე. როგორც მხარდამჭერ პარტნიორს, გაქვთ შესაძლებლობა: დაუკავშირდეთ სხვაორგანიზაციებს დაგაზარდოთ თქვენიხილვადობა; გააზიაროთრესურსები დაპედაგოგიური მასალები eTwinning-ის საზოგადოებასთან; მონაწილეობა მიიღოთონლაინ დაპირისპირ გამართულღონისძიებებში, რომლებიცორგანიზებულია ევროპულისასკოლო განათლების პლატფორმის მიერ.
კონფერენციები: ჩვენი ღონისძიებები და კონფერენციები ერთ სივრცეშიაერთიანებს ევროპელმასწავლებლებს. თუხართ განათლების სფეროს ექსპერტიდა გსურთგაუზიაროთ თქვენიგამოცდილება სხვებს, ჩაერთოთ დისკუსიებში და დაუკავშირდეთ საერთაშორისო აუდიტორიას — ჩვენ მოხარულები ვიქნებით თქვენიჩართულობით.
eTwinning მომავალი მასწავლებლებისთვის – პედაგოგთა საწყისი მომზადება:
უნივერსიტეტები დამკვლევრები მოწვეულნიარიან გამოიკვლიონ, როგორ შეიძლებაინიციატივამ eTwinning მომავალიმასწავლებლებისთვის მოამზადოსევროპის მომავალითაობის პედაგოგები. შეიტყვეთ, რა სარგებელს მოიტანსმომავალი მასწავლებლების ჩართვა ერთობლივსაგანმანათლებლო გამოცდილებაში.
კურსების კატალოგი: პლატფორმის კურსების კატალოგი არის ადგილი, სადაც ტრენინგისმიმწოდებლებს შეუძლიათწარმოადგინონ თავიანთიკურსები.
თუ აორგანიზებთ პირისპირ (ოფლაინ) კურსებს, რომლებიც სკოლისთვის Erasmus+ მობილობის აქტივობების ნაწილია, ეს კატალოგი იდეალურიათქვენი შეთავაზებების საჩვენებლად დაევროპულ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად.
გახდით პლატფორმის კონტრიბუტორი: სხვა გზების გასარკვევად, თუ როგორ შეგიძლიათ შეიტანოთ წვლილი პლატფორმის განვითარებაში, გაეცანით კონტრიბუტორების მოწვევისგანაცხადს.
გაიგეთ მეტი ჩვენი სარედაქციო კონტენტიდან
ჩვენი გამოქვეყნებული მასალები იკვლევს იდეებს, პოლიტიკებსა და პრაქტიკებს, რომლებიც დღეს აყალიბებს განათლებას ევროპაში.
- პოდკასტები: მოუსმინეთ Teachers of Europe სერიას — შექმნილია მოქმედი მასწავლებლების მხარდასაჭერად, რათა უკეთ გაუმკლავდნენ საერთო საკლასო გამოწვევებს. პოდკასტში თავად მასწავლებლები იზიარებენ გამოცდილებას და შთააგონებენ სხვებს.
- საუბრები განათლებაზე:უყურეთ ინტერვიუებს, სადაც ექსპერტები გვიზიარებენ თავიანთ ხედვასა და ანალიზს განათლების საკითხებზე.
- ექსპერტულისტატიები:წაიკითხეთ სიღრმისეული მასალები განათლების სფეროს ექსპერტების ავტორობით.
გსურთ თქვენი წვლილის შეტანა? მოგვწერეთ — მოხარულები ვიქნებით გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება და ხედვა.
რას გთავაზობთ ჩვენ
ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენთან პარტნიორობენ, შემოგთავაზებთ შთამაგონებელ იდეებს ჩვენი სკოლის განათლებისა და eTwinning-ის საზოგადოებიდან.
შეგვიძლია მოგაწოდოთ პრეზენტაციები და სხვა მასალები, რომლებიც მორგებულია თქვენი აუდიტორიისთვის — მაგალითად, თემებზე: სკოლის თანამშრომლობა, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, საერთო სასკოლო მიდგომა, მოქალაქეობრიბი განათლება ან ინკლუზიური პრაქტიკები.
ასევე, შემოგთავაზებთ მოკლე სტატიებს თქვენი არხებისთვის, რომლებიც აჩვენებს პლატფორმისა და eTwinning-ის პოზიტიურ გავლენას მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე და მთლიანად განათლების სისტემაზე. შესაძლებელია ინტერვიუებიც დაკავშირებული ექსპერტებისა და პედაგოგების მონაწილეობით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ წარმატებულ პროექტებში — მაგალითად, „საკუთარი წარმატების ისტორიები“ eTwinning-ის პროექტებიდან ან Erasmus+ პარტნიორების მოძიების შესახებ.
კიდევ გვაქვს შესაძლებლობა გამოვაქვეყნოთ ღონისძიებები (მაგალითად, ვებინარები ან სემინარები) ან მასალები იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც პარტნიორობს ჩვენს პლატფორმასთან.
გსურთ განვიხილოთ, რა დამატებითი ღირებულება შეგვიძლია შევიტანოთ თქვენს საქმიანობასა და აუდიტორიაში?