eTwinning ეროვნული ხარისხის ნიშანი
რა არის eTwinning ეროვნული ხარისხის ნიშანი?
ეროვნული ხარისხის ნიშანი არის აღიარების ფორმა მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ გამორჩეულ eTwinning პროექტში.
ხარისხის ნიშანი უზრუნველყოფს:
- საერთო პედაგოგიკურ ჩარჩოზე დაფუძნებულ შეფასებას,
- შესაძლებლობას, რათა მასწავლებლებმა გააუმჯობესონ თავიანთი პროექტის სამუშაოები.
ჩემი eTwinning პროექტი სარგებლობს ეროვნული ხარისხის ნიშნის მიღების პირობებით?
შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ ეროვნული ხარისხის ნიშნისთვის, თუ ყველა შემდეგ კითხვას უპასუხებთ „დიახ“:
- აქვს თუ არა თქვენს eTwinning პროექტს საერთო მიზნები და საზიარო გეგმა?
- დასრულდა პროექტი ან მალე დასრულდება?
- გქონდათ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს მონაწილეობა პროექტის ყველა აქტივობაში?
- თქვენ და თქვენს პარტნიორებს შორის გაიმართა თანამშრომლობითი აქტივობები?
- გაითვალისწინეთ მონაცემთა დაცვის და საავტორო უფლებების საკითხები?
ყველა პროექტი შეფასებულია შემდეგი ხუთიკრიტერიუმით:
- პარტნიორ სკოლებს შორის თანამშრომლობა
- ტექნოლოგიის გამოყენება
- პედაგოგიკური მიდგომები
- სასწავლო პროგრამასთან ინტეგრაცია
- შედეგები და დოკუმენტაცია
ამასთან, ხარისხის ნიშნის (ეროვნული და/ან ევროპული) მიღებისთვის საჭიროა მინიმუმ მიღწეული ჰქონდეს შემდეგ კრიტერიუმებში:
- პარტნიორ სკოლების მოსწავლეებს შორის ონლაინთანამშრომლობის სტრატეგიები
- საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების (ICT) გამოყენება (ყველა ციფრული ტექნოლოგიური საშუალება)
- GDPR, საავტორო უფლებები და ელექტრონული უსაფრთხოების საკითხები
როგორ მოვითხოვო ეროვნული ხარისხის ნიშანი?
ეროვნული ხარისხის ნიშნის მოსაპოვებლად უნდა:
- შეხვიდეთ ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე eTwinning სივრცეში
- გადადით განყოფილებაში „პროექტები“
- მოძებნეთ თქვენი პროექტი და დააჭირეთ „მოთხოვნა ხარისხის ნიშანზე“
- შეავსეთ ყველა საჭირო ველი საჭირო ინფორმაციით და წარუდგინეთ თქვენი მუშაობის დამადასტურებელი მასალები.
მიჰყვებით ყველა ზემოთჩამოთვლილ ნაბიჯს თითოეული პროექტისთვის, რომელზეც მიიჩნევთ, რომ ღირს ეროვნული ხარისხის ნიშნის მიღება, თუმცა არ შეგიძლიათ ერთ სასწავლო წელს მოითხოვოთ ოთხზე მეტი პროექტისთვის.
ეროვნულ ხარისხის ნიშანზე მხოლოდ ევროპულ პროექტებს (რომლებიც დაფუძნებულია ორ სხვადასხვა ქვეყანაზე) შეუძლიათ მოთხოვნა. ეროვნული პროექტები (რომლებიც დაფუძნებულია ერთი ქვეყნის ფარგლებში) არ შეუძლიათ ეროვნული ხარისხის ნიშნის განაცხადის გაკეთება, თუნდაც მოგვიანებით პროექტში შემოიყვანონ პარტნიორები სხვა ქვეყნებიდან.
სასარგებლორჩევები
უმჯობესია, რომ განაცხადის ფორმის შევსებამდე ყველა ინფორმაცია ჯერ Word დოკუმენტში ჩაწეროთ, შემდეგ კი დააკოპიროთ და ჩასვათ განაცხადის ფორმაში. ეს დაგიცავთ ინფორმაციის დაკარგვისგან. შეეცადეთ მიაწოდოთ პროექტის ისეთი არახილული ასპექტების შესახებ ბევრი ინფორმაცია, რადგან შეფასებით დაინახავენ მხოლოდ TwinSpace-ში ხელმისაწვდომ ვიჯეტის (მუშაობის) შედეგებს.
ეროვნული ხარისხის ნიშანი მიენიჭება კონკრეტულ მასწავლებელს და არის პირადი. თუნდაც ერთი პროექტი რამდენიმე მასწავლებელმა ერთად განახორციელოს ერთ სკოლაში, თითოეულმა მათგანმა უნდა შეიტანოს ცალკე განაცხადი და დაასაბუთოს, თუ როგორ შეიტანა თავისი წვლილი პროექტში. ხარისხის ნიშანი მიენიჭება იმ მასწავლებლებს, რომლებმაც აქტიურად და ხილულად მიიღეს მონაწილეობა პროექტის აქტივობებში.
რა კრიტერიუმებია ხარისხის ნიშნისთვის?
პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას გამოიყენეთ შემდეგი შემოწმების სია, რათა დარწმუნდეთ, შეესაბამება თუ არა პროექტი ხარისხის ნიშნის კრიტერიუმებს.
პარტნიორსკოლებსშორისთანამშრომლობა:
- თანამშრომლობის აქტივობები გასცდება მხოლოდ კომუნიკაციას
- პარტნიორ სკოლები მუშაობენ ერთობლივ აქტივობებზე
- პარტნიორები არ არიან მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები
- თანამშრომლობითი აქტივობები იძლევა სერიოზულ, ხელშესახებ შედეგს
ტექნოლოგიისგამოყენება:
- ტექნოლოგია გამოიყენება, რათა პარტნიორებს დაეხმაროს პედაგოგიური მიზნების მიღწევაში
- გამოყენებული ხელსაწყოები აუმჯობესებს პარტნიორებს შორის თანამშრომლობას
პედაგოგიურიმიდგომები:
- პროექტს აქვს ორიგინალური თემა
- გამოყენებულია მრავალფეროვანი პედაგოგიური მეთოდები
- მოსწავლეები არიან წამყვანები
- მოსწავლეები ურთიერთობენ პარტნიორებთან და მუშაობენ სხვადასხვა თანამშრომლობითი მეთოდებით, როგორიცაა ინფორმაციის შეგროვება, პრობლემების გადაჭრა, კვლევა და შედარებითი მუშაობა
- მოსწავლეები ასრულებენ სხვადასხვა როლებს, მაგალითად: მხატვრები, ჟურნალისტები, ტექნიკოსები, მეცნიერები და მსახიობები
სასწავლოპროგრამასთანინტეგრაცია:
- პროექტი დაფუძნებულია სასკოლო სასწავლო პროგრამაზე
- პროექტის უმეტესობა სრულდება სასკოლო საათების განმავლობაში
- პროექტის სასწავლო პროგრამასთან ინტეგრაცია არის ნათელი
- პროექტის სამუშაო იძლევა მოსწავლეების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას
- პედაგოგიური ჩარჩო, რომელიც დაფუძნებულია პროექტზე, არის ახსნილი და დოკუმენტირებული მასწავლებლის მიერ
შედეგებიდადოკუმენტაცია:
- პროექტის შედეგები წარმოდგენილია ონლაინ
- მოსწავლეები არიან ჩართულნი TwinSpace-ში
- პროექტის ყველა ეტაპი დოკუმენტირებულია, მათ შორის: დაგეგმვა, აქტივობების აღწერა, შეფასება და უკუკავშირი
- შეფასდა და გამოქვეყნდა პროექტის გავლენა ჩართულ მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე
ვინ ანიჭებს ხარისხის ნიშანს?
ეროვნული ხარისხის ნიშნის განაცხადებს განიხილავენ თითოეული ქვეყნის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციები (NSO). ხარისხის ნიშნის განხილვა ხდება მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ფიქსირებული ვადები. აუცილებლად დაუკავშირდით თქვენს NSO-ს, რათა გაიგოთ ქვეყნისთვის განკუთვნილი კონკრეტული ვადები. თქვენი NSO მოგმართავთ, როდესაც თქვენი განაცხადი იქნება მიღებული ან უარყოფილი.
დამატებითი ინფორმაცია
eTwinning-ის ეროვნული ხარისხის ნიშნის ინფორმაციული ფურცელი და პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების შემოწმების სია ხარისხის ნიშნის კრიტერიუმების მიხედვით ხელმისაწვდომია 29 ენაზე.
ევროპულიაღიარებისსისტემაციფრულიკომპეტენციებისთვის
ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის პროფესიული განვითარების შეთავაზების ნაწილია მასწავლებლებისა და სკოლების ციფრული კომპეტენციების ევროპულ დონეზე აღიარების სისტემა. DigCompEdu და SELFIE for TEACHERS ინსტრუმენტების სასწავლო შედეგები დაკავშირებულია eTwinning-ის ეროვნული ხარისხის ნიშნის კრიტერიუმებთან და პროფესიული განვითარების აქტივობების სასწავლო შედეგებთან, რომლებიც განკუთვნილია ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმის მიერ. გაიგეთ მეტი მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების ევროპული აღიარების სისტემის შესახებ.