კვლევა ხელოვნური ინტელექტის შესახებ სწავლებისა და სწავლისთვის
ევროპის საგანმანათლებლო უწყების უმეტესობა ხელოვნურ ინტელექტს პრიორიტეტულ თემად მიიჩნევს, რომლის მიზანია სწავლებისა და სწავლის გაუმჯობესება და მოსწავლეების მომზადება სულ უფრო მეტად ციფრული მომავლისთვის. ამასთანავე, თანაბრად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და პედაგოგთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა და რეკომენდაციების შეთავაზება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ განათლებაში.
ევროკომისიის სხვადასხვა ინიციატივა მიზნად ისახავს საჯარო უწყებების, სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას:
- ციფრული კომპეტენციის ევროპული ჩარჩო (DigComp 3.0) ხელოვნური ინტელექტის კომპეტენციას აერთიანებს ციფრული კომპეტენციის ყველა სფეროში, კიბერუსაფრთხოების, ციფრული უფლებების, კეთილდღეობისა და დეზინფორმაციასთან გამკლავების უნარებთან ერთად.
- ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპები ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენების შესახებ სწავლებისა და სწავლის პროცესში ეხმარება მასწავლებლებს გაიგონ ხელოვნური ინტელექტის პოტენციალი, გაზარდონ ცნობიერება ეთიკური საკითხების შესახებ (როგორიცაა პირადი მონაცემების დაცვა და სამართლიანობა), თავიდან აიცილონ მცდარი წარმოდგენები და ხელი შეუწყონ ამ ტექნოლოგიებთან პოზიტიურ და კრიტიკულ ურთიერთქმედებას.
- ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ჩარჩო დაწყებითი და საშუალო განათლებისთვის, რომელიც შემუშავებულია OECD-თან თანამშრომლობით, განმარტავს, რა კომპეტენციებია საჭირო AI-წიგნიერებისთვის და ხელს უწყობს ევროკავშირის განათლებისა და ტრენინგის სისტემების ეფექტურ და ეთიკურ რეაგირებას ხელოვნურ ინტელექტზე.
ევროპულ დონეზე არსებული ეს ინიციატივები ასახავს ვალდებულებას ეთიკური, სანდო და ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისადმი, რომელიც მხარს უჭერს საგანმანათლებლო მიზნებს და ამავდროულად ამცირებს მონაცემთა დაცვის, მიკერძოების და აკადემიური კეთილსინდისიერების რისკებს.
აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ინფორმაციის შეგროვება განათლებაში ხელოვნური ინტელექტის აღქმასთან დაკავშირებით, სწავლების პროცესში AI-ის გამოყენების მიმდინარე პრაქტიკის, მისი შესაძლებლობებისა და გამოწვევების, ასევე AI-სთან დაკავშირებული პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1130 რესპონდენტმა, რომელთა უმეტესობას წარმოადგენდნენ საშუალო საფეხურის სკოლების მასწავლებლები (54%), დაწყებითი სკოლების მასწავლებლები (21%), პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სკოლების წარმომადგენლები (12%), სკოლამდელი განათლების პედაგოგები (7%) და სკოლის დირექტორები (5%). პასუხები მიღებული იყო 50-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან (30%), ესპანეთიდან (19%), თურქეთიდან (9%), პორტუგალიიდან და საბერძნეთიდან (6%).
რესპოდენტების როლი
1. მასწავლებელი – ადრეული და სკოლამდელი განათლება
2. მასწავლებელი – დაწყებითი განათლება
3. მასწავლებელი – საშუალო განათლება
4. მასწავლებელი –პროფესიული განათლება
5. სკოლის დირექტორი
6. ეროვნული, რეგიუნული ან ადგილონრივი საგანმანათლებლო უწყების წარმომადგებელი
7. მასწავლებელთა განათლების/ტრენინგის სპეციალისტი
8. განათლების პოლიტიკის შემმუშავებელი
9. მშობელი
10. სკოლის მხარდამჭერი პერსონალი (მაგალითად, ბიბლიოთეკარი, კარიერის კონსულტანტი)
11. გარე სპეციალისტი (სკოლებში მოწვეული პროფესიონალი)
12. სხვა საგანმანათლებლო პროფესიონალი / დაინტერესებული მხარე
1.თქვენი აღქმის მიხედვით, რა მასშტაბით გამოიყენება დღეს ხელოვნური ინტელექტი სკოლებში?
ხელოვნური ინტელექტი სკოლებში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება, თუმცა სასკოლო საზოგადოების ყველა წარმომადგენელი მას ერთნაირი ტემპით არ ნერგავს. რესპონდენტების 81% აღნიშნავს, რომ თავად იყენებს AI-ს „აქტიურად“ ან „ნაწილობრივ“, თუმცა მათი შეფასებით, კოლეგები ხელოვნურ ინტელექტს შედარებით ნაკლებად იყენებენ.რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედმა არ იცის, რამდენად აქტიურად იყენებს AI-ს მათი სკოლის ადმინისტრაცია.
ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად მოსწავლეები მიიჩნევიან,რესპონდენტების 45% ფიქრობს, რომ მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს „აქტიურად“ იყენებენ.
ამასთანავე, საკუთარი სკოლის ფარგლებს გარეთ არსებული მდგომარეობის შესახებ ცნობიერება კვლავ შეზღუდულია, რესპონდენტების დაახლოებით მეოთხედს უჭირს შეაფასოს, როგორ გამოიყენება AI მათი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში.
A. აქტიურად / B. გარკვეულწილად / C. საერთოდ არა / D. არ ვიცი / არ გამოიყენება
1. თქვენ მიერ
2. თქვენი სკოლის სხვა მასწავლებლის მიერ
3. თქვენი სკოლის მოსწავლეების მიერ
4. თქვენი სკოლის ადმინისტრაციის მიერ
5. თქვენი ქვეყნის სხვა სკოლებისა და მასწავლებლების მიერ
2. რა მასშტაბით იყენებთ ამჟამად AI ინსტრუმენტებს თქვენი პროფესიული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით?
AI-ის გამოყენება მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკრეტული საქმიანობის მიხედვით. ყველაზე ფართოდ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება პედაგოგიური მომზადების პროცესში რესპონდენტების 73% AI-ს ნაწილობრივ ან აქტიურად იყენებს გაკვეთილების დაგეგმვისა და სასწავლო მასალების შესაქმნელად, ხოლო 67% შეფასებების მოსამზადებლად. მოსწავლეთა სასწავლო პროცესის მხარდაჭერაც AI-ის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა რესპონდენტების 63% ხელოვნურ ინტელექტს ნაწილობრივ ან აქტიურად იყენებს განმარტებებისა და სავარჯიშოების შესაქმნელად. ადმინისტრაციული საქმიანობები, როგორიცაა ელექტრონული წერილები და ანგარიშები, შემდეგ ადგილს იკავებს ამ მიზნით AI-ს 53% იყენებს.
თუმცა, როდესაც საქმე შეფასებას ეხება, AI-ის გამოყენება მნიშვნელოვნად მცირდება: რესპონდენტების 41% საერთოდ არ იყენებს AI-ს ნიშნების დასაწერად და შემაჯამებელი შეფასებისთვის, ხოლო 31% თავს არიდებს მის გამოყენებას განმავითარებელი უკუკავშირის პროცესში. ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები სულ უფრო მეტად იყენებენ AI-ს დაგეგმვისა და მომზადების ეტაპზე, ისინი ჯერ კიდევ უფრო ფრთხილად ეკიდებიან მის გამოყენებას მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებისას.
A აქტიურად / B. ნაწილობრივ / C. საერთოდ არა / D. არ ვიცი / არ გამოიყენება
1. გაკვეთილის დაგეგმვა და სასწავლო მასალების მომზადება
2. შეფასებების მომზადება (მაგალითად: ტესტების, დავალებებისა და შეფასების რუბრიკების შექმნა)
3. ადმინისტრაციული საქმიანობები (მაგალითად: ელექტრონული წერილები, ანგარიშები, შეხვედრების ჩანაწერები, სასკოლო ორგანიზაციული საკითხები)
4. მოსწავლეთა სასწავლო აქტივობების მხარდაჭერა (მაგალითად: განმარტებების შექმნა, სავარჯიშოების შეთავაზება, სასწავლო მითითებების მიწოდება)
5. განმავითარებელი შეფასება და უკუკავშირი (მაგალითად: უკუკავშირის გენერირება, სასწავლო მითითებები, ტუტორინგის მხარდაჭერა)
6. ნიშნების დაწერა ან შემაჯამებელი შეფასება (მაგალითად: ავტომატიზებული გასწორება და ქულების მინიჭება)
3. ქვემოთ ჩამოთვლილი AI ინსტრუმენტებიდან რომელები გამოგიყენებიათ პროფესიულ საქმიანობაში (სწავლება, შეფასება, ადმინისტრაციული ან სასკოლო საქმიანობა)? მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი.
რესპონდენტების ორი მესამედი (66%) აღნიშნავს, რომ პროფესიულ საქმიანობაში გამოუყენებია გენერირებული AI ინსტრუმენტები. მათ შემდეგ მოდის ზოგადი დანიშნულების AI სისტემები 49%, ხოლო სასაუბრო AI ინსტრუმენტები, როგორიცაა ჩატბოტები, გამოიყენება 29%-ის მიერ.უფრო სპეციალიზებული ინსტრუმენტები ჯერ კიდევ შედარებით იშვიათად გამოიყენება: ადაპტაციური სასწავლო სისტემები 22%-ის მიერ, ხოლო აგენტური AI, რომელსაც დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია მხოლოდ 7%-ის მიერ.
საყურადღებოა ისიც, რომ რესპონდენტების 8%-მა არ იცოდა, იყენებდა თუ არა საერთოდ AI-ზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფესიულ სფეროში AI წიგნიერების გაძლიერების აუცილებლობას.
1. გენერაციული AI (მაგალითად: ინსტრუმენტები, რომლებიც ქმნის ტექსტს, გამოსახულებებს, აუდიოს ან სასწავლო მასალებს)
2. ზოგადი დანიშნულების AI (AI სისტემები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში მრავალმხრივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს)
3. სასაუბრო AI (მაგალითად: ჩატბოტები ან AI-ზე დაფუძნებული სასწავლო/საკონსულტაციო სისტემები)
4. ადაპტაციური სასწავლო AI (სისტემები, რომლებიც მოსწავლეების შედეგებზე დაყრდნობით სასწავლო გზებსა და მასალებს ინდივიდუალურად აყალიბებს)
5. აგენტური AI (AI სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდული ადამიანური ჩარევით დამოუკიდებლად დაგეგმონ, მიიღონ გადაწყვეტილებები და შეასრულონ დავალებები)
6. არ ვარ დარწმუნებული, იყენებს თუ არა ჩემს მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები AI-ს ან კონკრეტულად რა ტიპის AI-ს მიეკუთვნება
4. თქვენი აზრით, რა ძირითადი სარგებლის მოტანა შეუძლია AI-ს მასწავლებლებისა და სკოლებისთვის?
რესპონდენტები AI-ის ყველაზე დიდ პოტენციალს დროის დაზოგვასა და სამუშაო დატვირთვის შემცირებაში ხედავენ: ნახევარზე მეტი პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ დავალებებზე დროის დაზოგვას (52%) ასახელებს, ხოლო თითქმის ამდენივე ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო რესურსების შექმნას (49%). 40% ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული საქმიანობის გამარტივებაზე. ამ პედაგოგიურ სარგებელს ემატება განმავითარებელი შეფასებისა და უკუკავშირის გაუმჯობესებაც, რაც რესპონდენტების 15%-მა აღნიშნა.
მეორე ჯგუფის სარგებელი პერსონალიზაციასა და ინკლუზიას უკავშირდება: 37% მნიშვნელოვნად მიიჩნევს AI-ის შესაძლებლობას დიფერენცირებული სწავლების მხარდასაჭერად, 30% ენის შესწავლისა და თარგმნის პროცესში, 24% სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების დასახმარებლად, ხოლო 21% მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად.
მესამე ჯგუფი ფართო ხელმისაწვდომობასა და ინოვაციებს ეხება: 32% AI-ს ინოვაციური სწავლების პრაქტიკის განვითარების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევს, ხოლო 28% მის მთავარ უპირატესობად სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ასახელებს.
1. დროის დაზოგვა პედაგოგიურ საქმიანობაში (მაგალითად: სასწავლო მასალებისა და აქტივობების შექმნა, შეფასებების მომზადება, დავალებების გასწორების გამარტივება)
2. ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო რესურსებისა და გაკვეთილის იდეების შექმნა
3. დროის დაზოგვა ადმინისტრაციულ საქმიანობაში (მაგალითად: შეფასება, ანგარიშების მომზადება)
4. დიფერენცირებული და პერსონალიზებული სწავლების მხარდაჭერა
5. სწავლების ინოვაციური პრაქტიკის ხელშეწყობა
6. ენის შესწავლისა და თარგმნის მხარდაჭერა
7. სასწავლო მასალებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
8. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების უკეთ მხარდაჭერა
9. მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის გაძლიერება
10. განმავითარებელი შეფასებისა და უკუკავშირის გაუმჯობესება
5. რამდენად გაწუხებთ განათლებაში AI-ის სხვადასხვა ფორმით გამოყენება?
მიუხედავად იმისა, რომ AI-ის გამოყენება სულ უფრო იზრდება, რესპონდენტები განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეშფოთებას გამოხატავენ ხუთ ძირითად მიმართულებაში.
- ყველაზე მწვავე შეშფოთება მოსწავლეების ქცევასა და აკადემიურ კეთილსინდისიერებას უკავშირდება: 72% ძალიან შეშფოთებულია მოსწავლეების მხრიდან AI-ის არასწორი ან არაეთიკური გამოყენებით, 71% მოსწავლეების ზედმეტი დამოკიდებულებით AI-ზე, ხოლო 55% აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის საკითხებით.
- მასწავლებლებთან დაკავშირებული შეშფოთებაც საკმაოდ თვალსაჩინოა, თუმცა შედარებით ნაკლებად მწვავე: 42% ძალიან შეშფოთებულია მასწავლებლების მხრიდან AI-ის არასწორი ან არაეთიკური გამოყენებით, ხოლო 36% AI-ზე მასწავლებლების გადაჭარბებული დამოკიდებულებით.
- მონაცემები, გამჭვირვალობა და თანასწორობა ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება: 60% ძალიან შეშფოთებულია მონაცემთა დაცვასა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებით, 55% AI სისტემებში მიკერძოებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობით, ხოლო 34% მოსწავლეებს შორის AI ინსტრუმენტებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობით.
- ცალკე პრობლემად გამოიკვეთა რეკომენდაციებისა და ტრენინგების საკითხიც: 48% ძალიან შეშფოთებულია სკოლის ან ეროვნული დონის არამკაფიო პოლიტიკით, 41% მოსწავლეების ციფრული უნარების განვითარებისთვის არასაკმარისი რესურსებით, ხოლო 37% მასწავლებლებისთვის ტრენინგების შეზღუდული შესაძლებლობებით.
- სამუშაო დატვირთვასა და პროფესიულ გავლენასთან დაკავშირებული შეშფოთება შედარებით ზომიერია: 32% ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ AI-ის გამოყენების მონიტორინგი სამუშაო დატვირთვას ზრდის, ხოლო 40% ამ საკითხზე ნაწილობრივ შეშფოთებას გამოხატავს.
A. ძალიან მაწუხებს / B. ნაწილობრივ მაწუხებს / C. საერთოდ არ მაწუხებს / D. არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი
1. მოსწავლეების AI ინსტრუმენტებზე გადაჭარბებული დამოკიდებულების რისკი
2. მასწავლებლების AI ინსტრუმენტებზე გადაჭარბებული დამოკიდებულების რისკი
3. მოსწავლეების მხრიდან AI-ის არასწორი ან არაეთიკური გამოყენების რისკი მკაფიო რეკომენდაციების არარსებობის გამო
4. მასწავლებლების მხრიდან AI-ის არასწორი ან არაეთიკური გამოყენების რისკი მკაფიო რეკომენდაციების არარსებობის გამო
5. აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის საკითხები
6. AI-ისა და მონაცემთა გამოყენების შესახებ მასწავლებელთა ტრენინგების არასაკმარისი შესაძლებლობები
7. მოსწავლეთა ციფრული უნარებისა და AI წიგნიერების განვითარებისთვის არასაკმარისი რესურსები
8. მონაცემთა დაცვასა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები
9. AI სისტემებში მიკერძოება და გამჭვირვალობის ნაკლებობა
10. მასწავლებელთა გაზრდილი სამუშაო დატვირთვა AI-ის გამოყენების მონიტორინგის გამო
11. მოსწავლეებს შორის AI ინსტრუმენტებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა
12. სკოლის ან ეროვნული დონის არამკაფიო პოლიტიკა AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით
6. რამდენად სავარაუდოდ მიგაჩნიათ ქვემოთ მოცემული მოსაზრებები AI-ის გავლენასთან დაკავშირებით მასწავლებლების პროფესიულ როლსა და კეთილდღეობაზე?
რესპონდენტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ AI მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ პროფესიულ საქმიანობაზე მხოლოდ 12% ფიქრობს, რომ ძალიან სავარაუდოა, AI-ს არ ჰქონდეს რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა. თუმცა, ამ გავლენის შეფასებისას მოსაზრებები განსხვავებულია. დადებითი მხარის თვალსაზრისით, მასწავლებლები AI-ში მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავენ: 81% მიიჩნევს, რომ AI გავლენას მოახდენს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების პროცესზე, ხოლო 79% ფიქრობს, რომ AI გარკვეულწილად შეამცირებს სამუშაო დატვირთვასა და ადმინისტრაციულ ვალდებულებებს და ამავე დროს გააძლიერებს თითოეული მოსწავლის მხარდაჭერის შესაძლებლობას.
ამასთანავე, მასწავლებლები გარკვეულ გამოწვევებსაც ელიან: 87% მიიჩნევს, რომ AI საჭიროებს უნარების მუდმივ განვითარებასა და უწყვეტ გადამზადებას, ხოლო 79% ფიქრობს, რომ ახალი პასუხისმგებლობები სტრესის დონეს გაზრდის.
პროფესიულ ავტონომიასთან დაკავშირებული შეშფოთება შედარებით ზომიერია: 55% ნაწილობრივ მაინც შესაძლებლად მიიჩნევს, რომ AI შეამცირებს მათ დამოუკიდებლობას სასწავლო გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა 39% საერთოდ არ ფიქრობს, რომ ეს მოსალოდნელია.
ეს აჩვენებს, რომ რესპონდენტები ფრთხილი ოპტიმიზმით არიან განწყობილი და მიაჩნიათ, რომ საკუთარი პროფესიული პრაქტიკის კონტროლის შენარჩუნებას შეძლებენ.
A. ძალიან სავარაუდოა / B. ნაწილობრივ სავარაუდოა / C. საერთოდ არა / D. არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი
1. AI შეამცირებს სამუშაო დატვირთვასა და ადმინისტრაციულ ვალდებულებებს
2. AI საჭიროებს უნარების მნიშვნელოვან განვითარებასა და უწყვეტ გადამზადებას
3. AI შეცვლის იმას, თუ როგორ აფასებენ მასწავლებლები მოსწავლეთა ნამუშევრებს
4. AI გააძლიერებს მასწავლებლების შესაძლებლობას, ინდივიდუალურად დაუჭირონ მხარი მოსწავლეებს
5. AI გაზრდის სტრესს ახალი პასუხისმგებლობების გამო (მაგალითად: მოსწავლეების მიერ AI-ის გამოყენების მონიტორინგი, ეთიკური და სწორი გამოყენების უზრუნველყოფა, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მართვა, სწავლებისა და შეფასების პრაქტიკის ადაპტირება)
6. AI შეამცირებს მასწავლებლების ავტონომიას სასწავლო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
7. AI მასწავლებლების საქმიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს
7. რა ტიპის მხარდაჭერა იქნებოდა ყველაზე სასარგებლო მასწავლებლებისთვის AI-ის ეფექტიანი და ეთიკური გამოყენებისთვის მოსამზადებლად?
რესპონდენტების აზრით, სკოლებში AI-ის ეფექტიანი და ეთიკური გამოყენების მხარდასაჭერად ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია ტრენინგები და უსაფრთხო ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა.62% საჭიროდ მიიჩნევს როგორც უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ისე განათლებისთვის დამტკიცებულ და უსაფრთხო AI ინსტრუმენტებზე წვდომას. მათ შემდეგ მოდის მკაფიო რეკომენდაციები სკოლის ან ეროვნული პოლიტიკის დონეზე, რაც რესპონდენტების 52%-მა დაასახელა.
მნიშვნელოვნად მიიჩნევა პროფესიის გრძელვადიანი განვითარების მხარდაჭერაც 27% ყურადღებას ამახვილებს მასწავლებელთა საწყის პროფესიულ განათლებაში AI წიგნიერების ინტეგრირებაზე. სურათს ავსებს უფრო პრაქტიკული და ინფრასტრუქტურული საჭიროებები: 25% ტექნიკურ მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ასახელებს, 22% ექსპერიმენტებისა და თანამშრომლობისთვის გამოყოფილი დროის აუცილებლობას, ხოლო 20% დაინტერესებულია პროფესიული პრაქტიკის საზოგადოებებითა და კოლეგიალური სწავლების შესაძლებლობებით.
1. მასწავლებლებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები და ტრენინგები
2. განათლებისთვის დამტკიცებულ და უსაფრთხო AI ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა
3. სკოლის ან ეროვნული დონის მკაფიო რეკომენდაციები AI-ის გამოყენების შესახებ
4. AI წიგნიერების ინტეგრირება მასწავლებელთა საწყის პროფესიულ განათლებაში
5. ტექნიკური მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
6. ექსპერიმენტებისა და თანამშრომლობისთვის გამოყოფილი დრო
7. პროფესიული პრაქტიკის საზოგადოებები და კოლეგიალური სწავლება
დისკუსია
რესპონდენტების უმეტესობა უკვე იყენებს AI-ს, ძირითადად როგორც დაგეგმვისა და მომზადების მხარდამჭერ ინსტრუმენტს, თუმცა მისი გამოყენება კვლავ არათანაბარია სხვადასხვა სასკოლო ჯგუფსა და საქმიანობაში.
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები მკაფიო სარგებელს ხედავენ განსაკუთრებით დროის დაზოგვის, პერსონალიზაციისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით ისინი ასევე გამოხატავენ მნიშვნელოვან შეშფოთებას მოსწავლეთა ქცევის, აკადემიური კეთილსინდისიერების, მონაცემთა დაცვის, შეფასების პროცესისა და მკაფიო რეკომენდაციების არარსებობის გამო.
მომავლის პერსპექტივაში რესპონდენტების უმეტესობა ფიქრობს, რომ AI მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს მათ პროფესიულ საქმიანობაში, მათ შორის უნარების უწყვეტი განვითარების საჭიროებასა და ახალი პასუხისმგებლობების გაჩენას.
ამ ფონზე რესპონდენტები ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებად ასახელებენ ტრენინგებს, უსაფრთხო და დამტკიცებულ AI ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობასა და მკაფიო პოლიტიკის არსებობას.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ AI უკვე ხდება სასკოლო რეალობის ნაწილი, სკოლებში მისი ეფექტიანი და ეთიკური გამოყენებისთვის აუცილებელი პირობები ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
სკოლების მხარდასაჭერად ამ პროცესში მნიშვნელოვანი რესურსი შეიძლება გახდეს განახლებული სახელმძღვანელო რეკომენდაციები სწავლებისა და სწავლის პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების ეთიკური გამოყენების შესახებ.
Further reading
Additional information
-
Target audience:TeacherStudent teacherSchool leaderOther (school staff)Teacher educator