ციფრული კეთილდღეობის შესახებ კვლევა სკოლებში
ციფრული ინსტრუმენტები ბავშვებისა და ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია — ისინი ეხმარება მათ სწავლაში, კომუნიკაციასა და თვითგამოხატვაში. თუმცა, ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკრანთან გადაჭარბებული დროის გატარება, ციფრული ყურადღების გამფანტველი ფაქტორები და საზიანო ონლაინკონტენტთან ურთიერთობა, ზრდის შეშფოთებას მათი გავლენის შესახებ ბავშვების კეთილდღეობაზე — როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ, ასევე იმაზე, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები და როგორ ერთვებიან სასწავლო პროცესში.
ციფრული კეთილდღეობა გულისხმობს იმას, თუ როგორ მოქმედებს ციფრულ ინსტრუმენტებთან ურთიერთობა ადამიანის ფიზიკურ, კოგნიტურ, სოციალურ და ემოციურ გამოცდილებაზე. იგი მოიცავს როგორც ციფრულ გარემოში ჩართულობის დადებით მხარეებს (მაგალითად, კავშირის განცდა, თვითრეალიზაცია, გაძლიერება, ახალი ინფორმაციის აღმოჩენა), ასევე მის უარყოფით გავლენებსაც (მაგალითად, შეუსაბამო კონტენტთან შეხება, კიბერბულინგი, მოწყობილობებზე დამოკიდებულება, ძილის ნაკლებობა).
ევროპული ციფრული კომპეტენციების ჩარჩო (DigComp 3.0) აღიარებს კეთილდღეობის მხარდაჭერას, როგორც ციფრული უნარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. კვლევებიც ხაზს უსვამს იმ უნარების მნიშვნელობას, რომლებიც ადამიანებს ეხმარება ონლაინგარემოს უსაფრთხოდ, კრიტიკულად და პასუხისმგებლობით მართვაში, და ამავდროულად ხელს უწყობს მომხმარებლების ფსიქიკურ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობას.
სკოლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ციფრული კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მოსწავლეებს სჭირდებათ სტრუქტურირებული მხარდაჭერა, რათა იზრუნონ საკუთარ ონლაინუსაფრთხოებაზე და განივითარონ თვითრეგულაცია, კრიტიკული აზროვნება და პოზიტიური ციფრული ჩვევები. ამის მიღწევა ყველაზე ეფექტურად შესაძლებელია „საერთო სასკოლო მიდგომის“ საშუალებით, რომელიც ოჯახების აქტიურ თანამშრომლობასაც მოიცავს. ასევე, აუცილებელია შესაბამისი ტრენინგების, რესურსებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ეს კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების შეგროვებას სკოლებში ციფრული კეთილდღეობის შესახებ, მათ შორის — ძირითადი პრიორიტეტების, პრაქტიკაში არსებული გამოწვევების, სკოლებში უკვე დანერგილი მიდგომებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების შესახებ.
გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები 2026 წლის 31 მაისამდე. შედეგები გამოქვეყნდება ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე.

Further reading
Additional information
-
Education type:School Education
-
Target audience:TeacherStudent TeacherHead Teacher / PrincipalICT CoordinatorSchool PsychologistTeacher Educator