Skip to main content
European Commission logo
European School Education Platform
Practice article
Featured

წიგნიერების სწავლების ახალი მიდგომები

ევროპის მასშტაბით განხორციელებული ინიციატივები პასუხობს კითხვისა და ენების სწავლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, სწავლების სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული მიდგომების საშუალებით.
Authors:
Scrabble letter spelling out T E A C H
Pixabay / Pexels

ეს Erasmus+ წარმატებული პრაქტიკის პროექტები ხაზგასმით აჩვენებს წიგნიერების განვითარებისათვის ინკლუზიური, კომპეტენციებზე დაფუძნებული მიდგომების საჭიროებას. ისინი გამოკვეთენ საზოგადოების ჩართულობის, სპეციალიზებული სწავლებისა და კლასგარეშე აქტივობების მნიშვნელობას კითხვისა და სწავლის სიყვარულის გასაღრმავებლად.

თითოეული პროექტი წიგნიერების სწავლებაში განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს:

  • მასწავლებლების გაძლიერება თანამედროვე რესურსებით, რათა კითხვის სწავლება უფრო ეფექტური გახდეს
  • მოსწავლეებს შორის კითხვის საერთო ინტერესების საფუძველზე კავშირების შექმნა
  • სპეციალიზებული სტრატეგიებითა და ინსტრუმენტებით სწავლაში სირთულეების მქონე მოსწავლეთა მხარდაჭერა
  • არაფორმალური სასწავლო გარემოს მნიშვნელობა ძირითადი ენობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის

 

კავშირების დამყარება საერთო ინტერესების საფუძველზე კითხვის სიყვარულის გასაღრმავებლად

ReadTwinning პროექტი ეხმაურებოდა კითხვის უნარების დაქვეითების მზარდ შეშფოთებას ევროპაში, განსაკუთრებით მოწყვლადი და მიგრანტი ბავშვების შემთხვევაში. მისი მიზანი იყო კითხვის სიყვარულის განახლება სკოლის ფარგლებში კითხვის პროცესის მოსწავლეთა პირად ინტერესებთან და სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

პროექტი იყენებდა მცირე, ინტერესებზე დაფუძნებულ სასწავლო ჯგუფებს („კითხვის ტანდემებს“) და ციფრულ ინსტრუმენტებს თანამშრომლობითი კითვისა და განხილვის მხარდასაჭერად. ამ გზით შეიქმნა „დაკავშირებული მკითხველებისა“ და „დაკავშირებული მასწავლებლების“ თემები. ასევე, პროექტმა გამოკვეთა ოჯახების ჩართულობის მნიშვნელობა — განსაკუთრებით სკოლების დახურვის პერიოდში — სახლის პირობებში კითხვისთვის განკუთვნილი რესურსების მიწოდებით.

პროექტის შედეგებს შორის იყო სახელმძღვანელო პრინციპების შექმნა, რომელიც განსაზღვრავს მეთოდოლოგიურ ჩარჩოს აღნიშნული მიდგომის რეალიზაციისთვის.

 

სპეციალიზებული სტრატეგიები და ინსტრუმენტები სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეთათვის

Solution4SLD პროექტი მიზნად ისახავდა წიგნიერების იმ განსაკუთრებული სირთულეების გადაჭრას, რომელსაც სპეციალური სწავლის საჭიროებების მქონე ბავშვები (SLD) აწყდებიან. პროექტის პარტნიორებმა ლიტვაში, მალტასა და ბულგარეთში ორი ძირითადი პრობლემა გამოავლინეს:

  • სპეციალური სწავლის საჭიროებების მქონე ბევრი ბავშვი სრულად არ არის ინტეგრირებული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში
  • უმეტეს მასწავლებელს არ გააჩნია საკმარისი ცოდნა და მომზადება SLD-ის შესახებ, მათ შორის — ეფექტური სწავლების მეთოდებისა და ამ მოსწავლეთა მხარდასაჭერი სტრატეგიების თაობაზე.

ამ საჭიროების დასაფარად, Solution4SLD პროექტმა შეიმუშავა ორი ძირითადი პროდუქტი: ციფრული სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, რომელიც სთავაზობს თეორიულ და მეთოდოლოგიურ გზამკვლევს სპეციალური სწავლის საჭიროებების მქონე მოსწავლეთა (განსაკუთრებით კითხვისა და წერის სირთულეების მქონეთა) ამოცნობასა და მხარდაჭერაზე, და ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომელიც მოიცავს 72 შაბლონსა და სამუშაო ფურცელს, მათ შორის 18 ინტერაქციულ დავალებას.

ეს რესურსები შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ბავშვებს კოგნიტური, ენობრივი და კითხვითი უნარების განვითარებაში, ხოლო მასწავლებლებს უზრუნველყოფს პრაკტიკული ინსტრუმენტებით თავიანთი მოსწავლეების სწავლების საჭიროებების მხარდასაჭერად.

 

პედაგოგიური სტრატეგიები კრიტიკული წიგნიერების საჭიროებებისათვის

კითხვის პროცესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ესთეტიკური მგრძნობიარობის, ინტელექტუალური ზრდის, კომუნიკაციური უნარების, კრიტიკული აზროვნების, მეხსიერების, ყურადღებისა და სოციალური განვითარების ჩამოყალიბებაში. თუმცა, მოსწავლეებისათვის კითხვის ეფექტური სწავლის სტრატეგიები პროექტმა აჩვენა, რომ მათ პარტნიორ ქვეყნებში (ლიტვა, ლატვია, პოლონეთი) კითხვის დონეები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ზოგიერთ სხვა ევროკავშირის ქვეყნებში. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა წიგნიერების უნარის გაუმჯობესება სკოლებში კითხვის სწავლების ეფექტურობის გაზრდით და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობით პარტნიორი რეგიონებისა და ქვეყნების მასშტაბით.

ეს დაეხმარა პარტნიორი სკოლების მოსწავლეების წიგნიერების უნარების გაუმჯობესებას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვებს, რომლებიც წარმოადგენენ ოჯახებს, სადაც კითხვის დონე ზოგადად ძალიან დაბალია. შედეგები მოიცავს:

პროექტის მთავარი ნაწილია პარტნიორი ორგანიზაციების 50 მონაწილის პროფესიული განვითარება. ეს მასწავლებლები მზად არიან გააუმჯობესონ წიგნიერების სწავლება, შეიმუშავონ ეფექტური სასწავლო გეგმები და გავლენა მოახდინონ სხვებზე სკოლების შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.

 

წიგნიერების სწავლა სკოლის გარეთ

კლასგარეშე აქტივობებმა შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეებს რეალური შესაძლებლობები, გამოიყენონ ენა შემოქმედებითად და აზრობრივად. ჩრდილოეთ მაკედონიაში განათლების რეფორმებმა დიდწილად იგნორირება მოახდინა ამ შესაძლებლობებზე - მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა წარმატებები წიგნიერების სფეროში შემცირდა, როგორც ეროვნულმა და საერთაშორისო შეფასებებმა აჩვენა.

წიგნიერების გაუმჯობესება და უცხო ენების სწავლის პროექტი ფოკუსირებული იყო კლასგარეშე აქტივობებზე დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის მათი ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულების გასავითარებლად. იგი ეფუძნებოდა იდეას, რომ ძლიერი ენობრივი და წიგნიერების უნარების განვითარება (მშობლიური ენა და უცხო ენები) მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე ფორმალურ საკლასო სწავლებას, ამიტომ მიზნად ისახავს რეგულარული სწავლების გაერთიანებას სახალისო და მნიშვნელოვან კლასგარეშე აქტივობებთან.

პროექტის მთავარი მიზანი იყო ბალანსირებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, სადაც წიგნიერების განვითარება ხდება არა მხოლოდ სტრუქტურირებული გაკვეთილების მეშვეობით, არამედ სასკოლო კლუბების, მოსწავლეთა პროექტებისა და თანატოლთა თანამშრომლობის საშუალებით. იგი მხარს უჭერდა მასწავლებლებს ტრენინგებით, სახელმძღვანელოებითა და კარგი პრაქტიკის მაგალითებით წიგნიერების ინტეგრირებისთვის სკოლის აქტივობების ფართო სპექტრში.

 

eTwinning-ი უზრუნველყოფს მეტ ინსპირაციას

თუ გსურთ მეტი პროექტების ნახვა, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი საგანმანათლებლო პრაქტიკისთვის, ნახეთ, როგორ ეხმარება eTwinning მასწავლებლებს ვერვბალური და ციფრული წიგნიერების ინტეგრირებაში თავიანთ პროექტებში და როგორ აღვივებს მოსწავლეებში კითხვისადმი სიყვარულს.

 

 

Additional information

  • Education type:
    Early Childhood Education and Care
    School Education
  • Evidence:
    N/A
  • Funding source:
    European Commission
  • Intervention level:
    N/A
  • Intervention intensity:
    N/A
  • Participating countries:
    Bulgaria
    Cyprus
    Italy
    Latvia
    Lithuania
    Malta
    North Macedonia
    Poland
    Portugal
    Romania
    United Kingdom
  • Target audience:
    Teacher
    Student Teacher
    Head Teacher / Principal
    Librarian
    Pedagogical Adviser
    Teacher Educator
    Researcher
  • Target audience ISCED:
    Early childhood education (ISCED 0)
    Primary education (ISCED 1)
    Lower secondary education (ISCED 2)

About the authors

Editorial team

The European School Education Platform editorial team is made up of writers with wide-ranging experience in school education, communication and online media. The team works closely with the European Commission to publish editorial content on current issues in European school education and news from the eTwinning community.