Ana içeriğe atla
European School Education Platform
PROJE
Active

მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება.

პროექტის მონაწილეები- მე-6 კლასის მოსწავლეები. მასწავლებელი- ქეთევან მიქაძე პროექტის მიზანი- მოსწავლეს განუვითარდეს: Ø დაკვირვების უნარი: Ø კვლევა-ძიების უნარი; Ø ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარები. პროექტის აქტუალობა-მედია, ანუ ინფორმაციული წიგნიერება, უნარების ნაკრებია, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს გააცნობიეროს როდის არის საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება. ( ნატალია ინგოროყვა) მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. მედიაწიგნიერების უნარები ყველა მოსწავლეს უნდა განუვითარდეს, რადგან თანამედროვე სამყარო, სახვადასხვა მედიასაშუალებებით უამრავ ინფორმაციას ავრცელებს, რააც განსაზღვრავს ურთიერთობებს. აქედან გამომდინაარე, მოსწავლეს უნდა შეეძლოს, როგორც მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ასევე შექმნა, გამოყენება, ინტერპრეტირება. ახალი ინფორმაციის მიღება, გაფილტვრა, მისთვის მნიშვნელოვანის გამორჩევა, კრიტიკულად აზროვნება და შეკითხვების დასმა. მოსწავლე, რომელიც ამ უნარებითაა აღჭურვილი არ დაიკარგება ინფორმაციის ,,უსიერ ტყეში“ პროექტის ამოცანები: მოსწავლეები გაეცნობიან იმ საფრთხეებს, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება. შეძლებენ გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია სინამდვილისგან, იქნებიან მეტად დაკვირვებულები. სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნება და არ გახდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლნი. პროექტის მიმდინარეობა: პროექტის ფარგლებში ,, მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ ვისაუბრებთ: Ø რა არის მედიაწიგნიერება; Ø როგორია წიგნიერი ადამიანი; Ø რა არის ცოდნა? Ø რა არის მედია; Ø რაში ეხმარება ადამიანს კითხვა; Ø როგორ აგროვებს ადამიანი ცოდნას; მოსწავლეები პროექტის ფარგლებში შექმნიან რეკლამებს, წაიკითხავენ წიგნებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, იქნებიან ჟურნალისტები. შეძლებენ იყვნენ დაკვირვებულები მედიასთან ურთიერთობისას. ამოიცნობენ გზავნილის მთავარ მიზანს.განასხვავებენ ერთმანეთისგან ფაქტებსა და მოსაზრებებს. გადაამოწმებენ ინფორმაციას და არ გახდებიან ყალბი ინფორმაციის მსხვერპლნი. აღვნიშნიშნავთ უსაფრთხო ინტერნეტის დღეს,მოსწავლეები შექმნიან ვიდეო-ავატარს, ისაუბრებენ იმის შესახებ თუ როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ-ხაფანგებისგან, რა უნდა გავითვალისწინოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ინტერნეტ საიტების გამოყენებისას თუ ინფორმაციის მოძიებისას. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებში ინფორმაციის მოძიების, მნიშვნელოვანის გამოყოფისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. პროექტის მონაწილეები ჩაერთვებიან ეთვინინგის დღისადდმი მიძღვნილ კვირეულში და მაინკრაფტში იმუშავებენ, განუვითარდათ ციფრულ ი ტექნოლოგიების სასწავლო ფორმით გამოყენების უნარები, კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითი უნარი. პროექტის ფარგლებში ასევე გამოვიყენებთ აქტივობებს: ,, იაზროვნე კრიტიკულად“ ,, შექმენი რეკლამა“ ,, შექმენი კომიქსი“ ,,შეადარე წიგნი ფილმს“ შექმნიან სხვადასხვა სახის მედიაპროდუქტს. წასაკითხი ლიტერატურა: 1. გორგი ჭაუჭიძე-დიიდი ნუნუ 2. ლელა ცუცქირიძე-მხიარული ოჯახი და სხვები 3. თამარ გეგეშიძე- საშლელები 4.
Created on
3 members

Bilgi

Üyeler:
3
Membership:
Georgia(3)
Age range:
4
Vocational subjects of teaching:
Anahtar yetkinlikler: