Skip to main content
European Commission logo
European School Education Platform
News item

eTwinning – ის გაცნობითი სემინარი: პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და გერმანია

eTwinning-ის გამოცდილი ამბასადორები ახალბედა eTwinners-ებს ჩაუტარებენ სემინარს როგორ შექმნან ახალი პროექტები.
Seminar January 2023

პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში, იანვარის თვეში, eTwinning -ის ამბასადორებმა ახალბედა eTwinners-ებს  ახალი პლატფორმა გააცნეს და აუხსნეს თუ როგორ მართონ თავიანთი eTwinning-ის პროექტები. პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და გერმანიის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციების (NSO) მიერ წარმოდგენილი მონაწილეები გაეცნენ eTwinning-ს, TwinSpaces-ს და შეისწავლეს, თუ როგორ უნდა დაგეგმონ და მართონ თავიანთი პროექტები.


„დამწყებთა უმეტესობას, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ eTwinning სამყაროში, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა არის eTwinning პროექტი“, თქვა პოლონეთის NSO-ს წარმომადგენელმა მონიკა რეგულსკამ. რეგულსკას თქმით, სწორედ ამიტომ NSO-ებმა ჩათვალეს აუცილებლობად, ეჩვენებინათ დამწყებთათვის (ეტაპობრივად) როგორ დაგეგმონ, ორგანიზება გაუწიონ და განახორციელონ პროექტები, ასევე როგორ შეაფასონ თავიანთი სამუშაო საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად და მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად ამ ფორმატში'.


eTwinning-ის ბევრ ახალბედა მონაწილეს ბუნებრივია გაუჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს აღნიშნული საზოგადოება: როგორ იმუშავებს ის, როდესაც ისინი მოსწავლეებთან ერთად გააქტიურდებიან სკოლებში? რამდენად მოსახერხებელია მათთვის? როგორ გაწვდებიან ისინი დამატებით დავალებებს? ზედმეტი ხომ არ იქნება? რა მოხდება, თუ ისინი ვერ შეასრულებენ ზოგიერთ დავალებას? მონაწილეები ვებინარზე მივიდნენ რამდენიმე პროექტის იდეით და ელჩები დაეხმარნენ მათ პროექტის ინდივიდუალური

 

ფაზების და თითოეული პროექტის პარტნიორის ინდივიდუალური წვლილის შედგენაში.
ვებინარის განმავლობაში დამუშავდა რამდენიმე პროექტის იდეა, როგორიცაა ადამიანის გამოგონებები, „მწვანე გმირები“ და პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კითხვის უნარების გაუმჯობესებას, განაცხადა ჩეხეთის NSO-ს წარმომადგენელმა, იაკუბ შერაკმა.


სემინარი პანდემიის დაწყებიდან ტარდება და მიიღო ძალიან დადებითი გამოხმაურება მონაწილეებისგან. ”ეს დაეხმარა მათ თავი დაცულად იგრძნონ ამ ახალ თავგადასავალში”, დასძინა რეგულსკამ. როდესაც ელჩები ახალ eTwinner-ებს აჩვენებენ ყველაფერს, რაც  eTwinning პროექტის დაწყებისას შესაძლებელია, NSO-ებმა დაინახეს „უფრო თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებიც ახლა აღფრთოვანებულნი არიან eTwinning-ით და მისი შესაძლებლობებით“.


თუ გსურთ შეიტყოთ მეტი, ვებინარის დღის წესრიგის შესახებ, დააწკაპუნეთ აქ.
 

Additional information

  • Education type:
    School Education
  • Target audience:
    Head Teacher / Principal
    Teacher
    Teacher Educator
  • Target audience ISCED:
    Primary education (ISCED 1)
    Lower secondary education (ISCED 2)
    Upper secondary education (ISCED 3)