Skip to main content
European Commission logo
European School Education Platform
ცოდნა სიმდიდრეა
PROJECT
Active

წიგნების თარო

ჩვენს დროში წიგნიერების დონე არც ისე მაღალია. ბავშვების ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ. მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ, ბავშვების უმრავლესობა გაუცხოებულია წიგნთან. პროექტი აქტუალურია, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, რომელსაც ბავშვები დაწყებით კლასებში იძენენ, კითხვის უნარია. ბავშვები ჯერ სწავლობენ კითხვას და შემდეგ კითხულობენ იმისთვის, რომ ისწავლონ. სწორედ ამიტომაც სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა წიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. სწავლების საწყის ეტაპზევე ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლის კითხვის უნარის განვითარებას და კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ამიტომ წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნის პოპულარიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
Created on
2 members

Information

Members:
2
Membership:
Georgia(2)
Age range:
12
-
15
Subjects of teaching:
Vocational subjects of teaching: