Skip to main content
European School Education Platform
News item

eTwinning community rallies around Ukrainian teachers and students

უკრაინაში მიმდინარე ომი და ის სასტიკი რეალობა, რომელშიც უკრაინელ ხალხს უწევს ცხოვრება, მთელი მსოფლიოს საწუხარს წარმოადგენს. ითვინინგის საზოგადოება სოლიდარულია უკრაინელი მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ და აცხადებს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება ყველა ჩვენგანზე უარყოფითად მოქმედებს და რომ ჩვენ ყველა მოველით კონფლიქტის დასრულებას.
eTwinning Ukrainian Group Activities

ითვინინგის ერთ-ერთ საინიციატივო ჯგუფში, სახელწოდებით „ითვინინგი მხარს უჭერს უკრაინას: საზოგადოების მიერ ორგანიზებული სოლიდარობის ღონისძიებები“, შეიკრიბნენ ითვინერები და გაერთიანდნენ მხარდასაჭერ აქტივობებში, გაუგზავნეს დაზარალებულ მოსახლეობას მხარდამჭერი გზავნილები და გამოხატეს თავიანთი ღრმა რწმენა ჰუმანიტარული პრინციპების მიმართ.

 

ჯგუფის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერად შექმნეს მრავალენოვანი სოლიდარობის გამომხატველი სიტყვების ქლაუდი ყველა იმ სიტყვის გამოყენებით, რომელიც უკავშირდება სოლიდარობის იდეას და ასევე გააგზავნეს მულტიმოდალური გზავნილები მშვიდობისა და დემოკრატიის მხარდაჭერის ნიშნად. მოსწავლეებმა დახატეს ნახატები, დაამზადეს ქაღალდის წეროები და სუვენირები უკრაინელი მოსწავლეებისათვის, ხოლო მასწავლებლებმა მოსწავლეებს წაუკითხეს უკრაინული ხალხური ზღაპრები უკრაინული ადათ-წესებისა და ტრადიციების აღსანიშნავად. მოსწავლეებმა წერილები მისწერეს უკრაინელ თანატოლებს და გაამხნევეს ისინი შემოქმედებითი ფორმით.

 

მასწავლებლებმა, რომლებიც მასპინძლობენ/უმასპინძლეს ლტოლვილ მოსწავლეებს, საკუთარი ადგილმდებარეობა მონიშნეს უკრაინელი ლტოლვილი მოსწავლეებისა და მათი მასპინძელი მასწავლებლებისათვის შექმნილ „საკონტაქტო რუკაზე“, რომლის გამოყენებით მათ შეუძლიათ ინფორმაციისა და იდეების გაცვლა. ასევე, უკრაინელმა მასწავლებლებმა და ითვინერებმა მთელი ევროპის მასშტაბით ატვირთეს ფოტოები და ახალი ინფორმაცია სოლიდარობის გამომხატველი აქტივობების შესახებ, რომლებიც გაიმართა ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

სექტემბრის დასაწყისში, მოეწყო ითვინინგის ღონისძიება, რომლის მიზანი იყო უკრაინელი მოსაწავლეებისთვის სასწავლო წლის დაწყების გამარტივება მასპინძელ ქვეყნებში. პადლეტში, სახელწოდებით „ევროპის დახმარება პატარა უკრაინელებისთვის“, ვალენტინა გატალსკამ, უკრაინელმა ითვინერმა, ევროპელ მასწავლებლებს სთხოვა გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება უკრაინელი მოსწავლეების სწავლების შესახებ. ვალენტინა დაინტერესდა, თუ რა სახის დახმარება შეიძლება დასჭირდეთ მასწავლებლებს ლტოლვილი ბავშვების სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ინტეგრირებისათვის და სთხოვა უკრაინელ მასწავლებლებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. მასწავლებლებისათვის გაზიარებული იქნა Wakelet, სადაც მათ შეუძლიათ ასახონ საკუთარი ჩართულობა და ატვირთონ ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოს შესახებ.

 

ითვინინგის კვირეულების ფარგლებში, 2022 წლის 19 ოქტომბერს, საბერძნეთის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციამ, კვიპროსის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციასთან ერთად, გამართა ონლაინ ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ინკლუზიურობასა და ითვინინგის პროექტებს, რომლებიც აერთიანებდა სოლიდარობის გამოხატვას უკრაინისთვის, ასევე აქტივობებს, რომლებსაც კოორდინირებას უწევს საინიაციტივო ჯგუფი. ექსპერტმა და სკოლების მრჩეველმა კვიპროსში, ნიკოს ლეკოსმა, ყურადღება გაამახვილა ინკლუზიურობაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ჩართულობის ხელშეწყობა ითვინინგის პროექტებით. ორმა ბერძენმა ითვინერმა, კატერინა კირიაკიდუმ და ათანასია ზაფეიროპულუმ წარმოადგინეს ტრანსნაციონალური სოლიდარობის აქტივობები, რომლებიც მათ საკუთარი ითვინინგ პროექტების ფარგლებში განახორციელეს.

 

ითვინინგის საზოგადოება ერთობლივად მხარს უჭერს ხედვას, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისკენ და ინკლუზიური და მშვიდობიანი დემოკრატიული საზოგადოების შენებისაკენ. ემპათია და სოლიდარობა არის მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ისევე როგორც განათლებისა და ითვინინგის საზოგადოების ქვაკუთხედი.

Additional information

  • Education type:
    School Education
  • Target audience:
    Head Teacher / Principal
    Not-for-profit / NGO staff
    Parent / Guardian
    Pedagogical Adviser
    Teacher