Skip to main content
European School Education Platform
PROJECT
Closed

ღორჯომის ხეობის ქალი და მისი ხელსაქმე

ქსოვა და ქარგვა წარმოადგენდა ქალების ძირითად საქმიანობას აჭარაში საუკუნეების განმავლობაში. დღეს-დღეობით კი მხოლოდ აქაიქ არის შემონახული ქართულ -აზიური სტილით გაჯერებული ქარგვისა და ქსოვის უნიკალური მეთოდები. მიზნად დავისახე ;ღორჯომის ხეობაში გავრცელებული ქალის ხელსაქმის ნიმუშების მოძიება.სურვილი გვქონდა მოგვეპოვებინა ქალების მიერ,შექმნილი, ხელოვნების დონემდე აყვანილი ნამუშევრები, მოპოვებული ინფორმაცია გადაგვემუშავებინა და საზოგადოების წინაშე საინტერესო მასალით წარვმდგარიყავით. გავეცანით თედო სახოკიას ნაშრომს ,,მოგზაურობანი“, რომელშიც კარგად არის აღწერილი იმდროინდელი მაღალმთიანი აჭარის ყოფა-ცხოვრება, ,,ქალს გარდა სადიაცო საქმისა, წილად ხვდა ყანაში მუშაობაც. ქალი მკის, თიბავს, ლეწავს კალოზე, ჭირნახული სახლში შემოაქვს, ხანდახან მამაკაცზე მეტ საქმეს აკეთებს, ამას ახორიც ემატება, საქონლის მოვლა-პატრონობა...“ მაღალმთიან აჭარაში ქალს ეს მძიმე სამუშაო დღესაც ტვირთად აწევს, მაგრამ, კარგად ფლობენ ხელსაქმესაც. ამაში ნამდვილად დარწმუნდებით მასალის გაცნობის შემდეგ.
Created on
3 members

Information

Members:
3
Membership:
Georgia(3)
Age range:
13
-
16