Skip to main content
European School Education Platform
PROJECT
Closed

"დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს და შევიძინოთ “ოთხფეხა მეგობრები”"

პროექტის “დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს და შევიძინოთ “ოთხფეხა მეგობრები” “ მეშვეობით ვცდილობთ დავიმეგობროთ და დავიცვათ მიუსაფარი ცხოველები. შევუქმნათ მათ თბილი საცხოვრებელი გარემო, დავიცვათ ისინი სასტიკი მოპყრობისგან. მათი დაცვის მიზნით განვახოციელოთ საინფორმაციო კამპანია: “ მიუსაფარია? დაიცავი და იმეგობრე”. პროექტის ფარგლებში გავეცნობით სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ზრუნავენ და იცავენ მიუსაფარ ცხოველებს, გავუღვივოთ ინტერესი მოსწავლეებს იზრუნონ და დაიმეგობრონ ისინი და თავისუფალი დრო გაატარონ მათთან. გავწიოთ პროპაგანდა, რომ ნუ გაიმეტებენ ადამიანები უპატრონობისთვის თავიანთ “ოთხფეხა მეგობრებს” და ქუჩაში ნუ გააგდებენ, არამედ მათ მიმართ ჰქონდეთ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და იზრუნონ მათზე.
Created on
2 members