Skip to main content
European School Education Platform
PROJECT
Closed

“Fake – less”

დღეს მსოფლიო საზოგადეობა ციფრულ სამყაროში ატარებს დროის უდიდეს ნაწილს. ინფორმაციისა და კომუნიკაციისთვის იყენებს ციფრულ ტექსნოლოგიებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგალითად, გვაზოგინებს დროს და ენერგიას, ზოგიერთი ადამიანი მას საზოგადოებისთვის საზიანო მიზნებისთვისაც იყენებს. მაგალითად, ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და დამანგრეველად მოქმედებს ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებაზე. ასეთ ვითარებაში დღის წესრიგში დგება მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების ცოდნის დონის ამაღლების საკითხი, რაც გულისხმობს აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ციფრული რესურსების გამოყენებას ავთენტურ სიტუაციაში, დეზინფორმაციის აღმოჩენის ცოდნას, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას და საკომუნიკაციო და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.
Created on
5 members