Skip to main content
European School Education Platform
eTwinning Kit

საოცრებათა ქვეყანა

საოცრებათა ქვეყანა არის წარმოსახვითი ქვეყანა, რომელიც დასახლებულია უჩვეულო ბინადრებით ზღაპრებიდან და გმირებით დამატებითი უნარებით. როგორც პროექტი ვითარდება, რვა კარი იხსნება. თითოეული კარი იხსნება განსაზღვრულ დღეს და მოსწავლეებს ეძლევათ ისეთი გამოწვევა, რომელიც მათ უნდა ამოხსნან, რათა შემდეგ კარზე გადავიდნენ. ამ მოგზაურობის დასასრულს სტუდენტები შეხვდებიან საოცრებათა ქვეყან ის ცენტრში და აღნიშნავენ ნამდვილ მეგობრობას. TwinSpace გვერდების სტრუქტურა იმავე წესრიგს მიჰყვება; პროექტის აქტივობები მითითებულ თემაზე, ვიდეოკონფერენცია ბავშვებთან თანამშრომლობისთვის, მოსწავლეთა თვითშეფასება და რეფლექსია. თითქმის ყველა ღონისძიებაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ შერეულ საერთაშორისო გუნდებში. შემოთავაზებული ინსტრუმენტი კალენდრის შესაქმნელად: tuerchen.com

Objectives
Objectives
● მოსწავლეთა ინგლისური ენის კომპეტენციის გაუმჯობესება ICT და ლიტერატურის საშუალებით. ● მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ინტერნეტის პასუხისმგებლიანად გამოყენების შესახებ. ● ხელი შეუწყოს მოსწავლეებს სახელმძღვანელოების გარდა. სხვა ლიტერატურის წაკითხვას ● პოზიტიური, უსაფრთხო და თანამშრომლობითი სასწავლო გარემოს შექმნა (TwinSpace), სადაც ბავშვებს შეეძლებათ ურთიერთქმედება და ახალი უნარების სწავლა თავიანთ ჯგუფებში და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები განვითარება. ● მოსწავლეთა ემოციური ინტელექტისა და შემეცნებითი უნარების განვითარება: პრობლემის გადაჭრა, მეხსიერება, ანალიტიკური, შეფასება, შემოქმედებითობა და გადაწყვეტილების მიღება.
Show more
Introduction of partners
Introduction of partners
პირველი კარი იხსნება პროექტის დასაწყისში და იძლევა დავალებას. სტუდენტები აღმოაჩენენ ვინ არიან მათი პარტნიორები ამ მოგზაურობაში - მოსწავლეები ქმნიან ავატარს, ტვირთავენ მათ Padlet,-ზე, ასევე აკეთებენ კომენტარს სხვა მოსწავლეთა ავატარებზე. ისინი წარადგენენ თავიანთ ქვეყანას, დროშასა და ენაა. გუნდის შესაკრავი აქტივობები: - გონებრივი იერიში “რა არის ის ძირითადი თვისებები და მახასიათებლები, რომელიც წარმოადგენს კარგ გუნდს, რათა მან გადალახონ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგებიან საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობის დროს? - მსჯელობა: ფიქრობთ, რომ მოგზაურობის დროს შეიძლება რაიმე წინააღმდეგობა (სირთულე) შეგხვდეთ? თუ "დიახ", რა სახის წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეთ? - ციდეოკონფერენცია: სტუდენტები ერთმანეთს ესალმებიან და მშობლიურ ენაზე ქმნიან მოლაპარაკე ავატარს "წარმატებები ყველა პარტნიორს". ისინი მღერიან თავიანთ ეროვნულ ჰიმნს და საუბრობენ თავიანთ სკოლაზე და ქალაქზე. ● თვით-შეფასება: შეურჩიეთ მოსწავლის სახელი ავატარს, რომელიც თითოეულმა სტუდენტმა შექმნა იმისთვის, რომ ნახოთ როგორ გამოიყურება. ● რეფლექსია: კითხვარი ღიმილაკებით „რას ფიქრობთ პირველი კარის საქმიანობის შესახებ?“. შესაძლო პასუხებია: ვამაყობ იმ ნამუშევრით, რაც გავაკეთე, შესანიშნავი, შეშფოთებული, შეწუხებული, გაბრაზებული. (რეფლექსია არის იგივე პროექტის თითოეული საქმიანობისთვის.) ● შეთავაზებული ინსტრუმენტები:padlet, learningapps, voki, linoit, Google Forms, TwinSpace live event, TwinBoard, Page discussions, Forums.
Show more
Orientation
Orientation
მეორე კარის აქცენტს აკეთებს ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ: მოსწავლეები უნდა შეთანხმდნენ რა წესები ექნებათ საერთაშორისო გუნდის წევრებს Wonderland– ში მოგზაურობის დროს. მათ მხედველობაში აქვთ ელექტრონული უსაფრთხოების და ქსელების წესები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იმოგზაუროთ საოცრებათა ქვეყანაში. ორი სუპერ პერსონაჟი e-Twins (ყვითელი და ცისფერი) ასწავლის მოსწავლეებს, როგორ გამოიყენოთ საძიებო სისტემები (kiddle, alarms, swiggle)რათა მოიძიონ საჭირო ინფორმაცია. ბავშვებს ვებსაიტებზე აცნობენ უფასო სურათებს, მუსიკასა და ვიდეობს. (https://ccsearch.creativecommons.org/). ● უსაფრთხო ინტერნეტის დღე: თითოეული პარტნიორი აწყობენ ადგილობრივ ღონისძიებას იმავე პროგრამით. ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მოწვეული, მაგალითად, პოლიცია ან ქალაქის მერი. მშობლების მოწვევაც შეიძლება. ● ვიდეოკონფერენცია და ჩატი: მოსწავლეები საუბრებენ ელექტრონულ უსაფრთხოებისა და ქსელის შესახებ. ● თვითშეფასება: სიტყვის საძიებელი და მანკიერ თემასთან დაკავშირებული სიტყვები: ელექტრონული უსაფრთხოება, ქსელი, საავტორო უფლებები, კიბერშეტევა, დაცვა, წესები, ინტერნეტი ● რეფლექსია: კითხვარი ღუმილაკებით: ”რას ფიქრობთ მეორე კარის საქმიანობის შესახებ?”. შემოთავაზებული ინსტრუმენტები: popplet, videoconference and chat in TwinSpace, Google Forms
Show more
Collaboration
Collaboration
მესამე კარი (პატარა დეტექტივები): საერთაშორისო გუნდებში მოსწავლეები თანამშრომლობენ და სწავლობენ პერსონაჟებს ზღაპრებიდან. თითოეული გუნდი მუშაობს სხვადასხვა თემაზე, მაგალითად, წყლის ქვეშ მცხოვრები პერსონაჟები, ხმელეთზე მცხოვრები და პერსონაჟები, რომლებსაც ფრენა შეუძლიათ ● პედაგოგები ქმნიან სამ AnswerGardens- ს თემების სახელწოდების მიხედვით(თითო თითო თემას) და მოსწავლეები უერთდებიან ჯგუფს საკუთარი სახელის აკრეფით. გუნდის წევრებს აქვთ სხვადასხვა როლი, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ასრულებენ. ისინი ირჩევენ ზღაპრიდან პერსონაჟებს, რომ აღწერონ და მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ წიგნებში ან ინტერნეტში და უყუროთ ვიდეოებს. მოსწავლეები აჯამებენ მოპოვებულ ინფორმაციას სამუშაო ფურცლებზე, ხატავენ სურათებს და თავიანთ ნამუშევრებს წარუდგენენ სხვა გუნდებს. ● ისინი ქმნიან ციფრულ ბიბლიოთეკას იმ ზღაპრების ჩანაწერებით, საიდანაც აირჩიეს პერსონაჟები, როგორც ინგლისურ, ასევე ეროვნულ ენაზე ● სამივე გუნდი ერთად ქმნის ელექტრონულ წიგნს „საიდუმლო პერსონაჟები საოცრებათა ქვეყნიდან“ კლასიკური ზღაპრის პერსონაჟები აღწერილია ინგლისურ ენაზე ● თვითშეფასება: კითხვარი გუნდური მუშაობის და თითოეული მოსწავლის წვლილის შესახებ მთელი გუნდის წარმატებისთვის ● რეფლექსია :კითხვარი ღიმილაკებით: ”რას ფიქრობთ მესამე კარის გუნდური საქმიანობის შესახებ? ● შემოთავაზებული ინსტრუმენტები: answergarden, Google Slides, padlet, learningapps, joomag მეოთხე კარი ყურადღებას ამახვილებს საშობაო ღონისძიებებზე საიდუმლოებით მოცულ თოვლის ბაბუას (სანტა კლაუს)დახმარებაზე გამოკითხვის თანახმად, „გსურთ გაიგოთ როგორ ცეკვავენ ელფები? სტუდენტები მონაწილეობას იღებენ შემდეგ აქტივობაში - ელფების ცეკვები. • გონებრივი იერიში: რა დამატებით ძალა აქვს თოვლის ბაბუას (სანტა კლაუს)? ● გონების რუქა: რას უწოდებენ მთელს მსოფლიოში თოვლის ბაბუას (სანტა კლაუს)? ● საშობაო სურვილების კედელი მშობლიურ და ინგლისურ ენაზე შესრულებულია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მიერ. ● ვიდეო კონფერენცია "საკუთრარი თავის ელფები ": გაერთეთ ელფების ცეკვებით. დაყავით მოსწავლეები შერეულ საერთაშორისო გუნფებში. თითოეული გუნდი ქმნის ელფის ცეკვას და https://www.elfyourself.com და შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერს საკუთარი ცეკვის დროს ● თვითშეფასება : შესაბამისი წყვილის პოვნა (საშობაო სურათები და სიტყვები) შემოთავაზებული ინსტრუმენტები:poll-maker, popplet, padlet, elfyourself, learningapps მეხუთე კარი (ვინ არის საოცრებათა ქვეყნის გმირი დღეს?) ● გაომკითხვა: არსებობს ეს სუპერ გმირი დღეს? ● ძიება სუპერ გმირისთვის. მოსწავლეები საბავშვო საძიებო სისტემაში პოულობენ სურათებსა და ინფორმაციას სუპერგმირებზე. ორი პერსონაჟი სუპერ e-Twins ახსენებს სტუდენტებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ სუპერგმირი. პედაგოგები ქმნიან ვირტუალურ გალერეებს სუპერგმირებით, რომლებსაც მოსწავლეები აფერადებენ. ● ინტერაქტიული რუკა სუპერგმირებთან სალაპარაკო: შერეულ საერთაშორისო გუნდებში სტუდენტები ქმნიან რუქას, რომელზეც საუბრობენ სუპერგმირებით. ისინი ინგლისურად განმარტავენ რა არის ის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და უნარი, რომელიც აქვს სუპერგმირს , მისი გარეგნობა, მისი ატრიბუტები. ● ვიდეო -კონფერენცია: ვიქტორინა სუპერ გმირებით (ex. Kahoot, Quizizz) ● თვითშეფასება : თავსატეხები სუპერ გმირებით შემოთავაზებული ინსტრუმენტები: jigsawplanet, learningapps,quizizz, kahoot, duckduckmoose, thinglink, emaze, supercoloring, colouring-forkids მეექვსე კარი (ინტერაქტიული რუკა გამოწვევებთან) ● საოცრებათა ქვეყნის რუკა: გუნდები ერთად ქმნის საოცრებათა ქვეყნის რუკას (თითოეული გუნდი ქმნის რუკის ნაწილს). ● გამოწვევები საოცრებათა ქვეყნის გზაზე: თითოეული გუნდი ირჩევს პერსონაჟს და ამზადებს გამოწვევას სხვა გუნდისთვის. გუნდები მიდიან საოცრებათა ქვეყანაში, გადალახავენ გამოწვევებს და ხვდებიან დანარჩენ გუნდებს რუკის ცენტრში, სადაც ისინი აღნიშნავენ მეგობრობას და მოგზაურობის დასასრულს. გამოწვევები წარმოადგენს რეალურ ცხოვრებაში არსებულ სიტუაციებს და სირთულეებს, რომელთა წინაშეც მოსწავლეები დგებიან სასკოლო ცხოვრებაში. გობლინის გამოწვევა ეხება სკოლაში ცუდ ქცევას და ბულინგს; დრაკონის გამოწვევა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ უნდა გადავლახოთ სწავლის სირთულეები და Troll– ის გამოწვევა ეხება ჩვენი ემოციების ამოცნობას და გამოხატვას. ● როგორ გავხდეთ კარგი მთხრობელი: სტუდენტებისთვის მოსაზრებები პერსონაჟებსა და მათ გამოყენებულ ენაზე, შეიძლება ატვირთოთ TwinSpace- ზე. ● კომიქსები "თავგადასავლების მოყვარულთა დღიურში" ბავშვები აღწერენ, თუ როგორ გადალახეს გამოწვევები და რა გამოსავალი ნახეს ● თვითშეფასება: ისწავლეთ ღიმილაკების სწორად გამოყენება (დაწყვილება : სურათები ღიმილაკებით და სიტყვები) შემოთავაზებული ინსტრუმენტები: thinglink, storyjumper Google slides, learningapps მე-7 კარი (ლოგო) ● გამოკითხვა: თითოეული გუნდი ხმას აძლევს საყვარელ სუპერგმირს, რომელიც საერთო ლოგოს ნაწილი იქნება. ● ვიდეო-კონფერენცია : სტუდენტები თავიანთ სუპერგმირებს ხატავენ და ქმნიან ლოგოს ვებ – ინსტრუმენტ Twiddla- ის გამოყენებით ● შემოთავაზებული ინსტრუმენტები: twiddla, colorillo ● საერთო შედეგები შემოთავაზებული შედეგები: ინტერაქტიული რუქები, რომელზეც ლაპარაკობენ სუპერგმირები, 3D გალერეები, კომიქსები, ელექტრონული წიგნები, რუკები გამოწვევებით, ლოგოები, პლაკატები ინტერნეტ ეტიკეტისა და ელექტრონული უსაფრთხოების წესებით, მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსები, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორ ონლაინ რეჟიმში და ასევე ოფლაინ რეჟიმში.
Show more
Evaluation & Assessment
Evaluation & Assessment
შეფასება თვითშეფასება და რეფლექსია: ყოველი აქტივობის შემდეგ, სტუდენტები ავსებენ მოკლე კითხვარს ან თამაშობენ ონლაინ თამაშებს იმის გასაგებად , თუ რას მიაღწიეს მათ. მათ ასევე შეუძლიათ კომენტარი გააკეთონ იმაზე, თუ როგორ გრძნობენ თავს ამ საქმიანობის დროს პროექტის დასასრულს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სთხოვეს შეავსონ მოკლე კითხვარი, რათა მიიღონ უკუკავშირი პროექტში მონაწილეობის შესახებ. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ინტერვიუ, ღიმილაკების კედელი და კომენტარები. შემოთავაზებული ინსტრუმენტები: Google Forms,tricider
Show more
Follow up
Follow up
დოკუმენტაცია : TwinSpace მოგვითხრობს პროექტის შესახებ. მან დეტალურად უნდა ასახოს, თუ როგორ განვითარდა პროექტიის ფარგლებში ღონისძიებები დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისას და შემდეგ , ასევე უნდა მოგვცეს ინფორმაცია მოსწავლეთა და მასწავლებელთა ურთიერთობის შესახებ. თითოეული პროექტის აქტივობა უნდა იყოს ჩაწერილი და წარმოდგენილი TwinSpace– ის გვერდებზე. ყველა პროდუქტი უნდა აიტვირთოს მასალების საერთო საქაღალდეებში. სასურველია, ყველა პარტნიორთან შეთანხმება TwinSpace- ის დიზაინის შესახებ გავრცელება პროექტის შედეგები და გავრცელება ოთხ დონეზე. • ადგილობრივ დონეზე: მოსწავლეები წარუდგენენ ნამუშევარს თავიანთ თანატოლებს, სხვა მასწავლებლებსა და მშობლებზე. მშობლები მოსწავლეებთან ერთად ასრულებენ გარკვეულ აქტივობებს - ”მეექვსე კარის გამოწვევების” ფარგლებში. მოსწავლეები ამზადებენ გამოფენას პროექტის შედეგების შესახებ, სკოლის ღია დღისთვის. პოლიციის ექსპერტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ "მეორე კარის" ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია ელექტრონული უსაფრთხოების შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლება მოწვეულია სასკოლო ღონისძიებაზე უსაფრთხო ინტერნეტის დღის აღსანიშნავად. სტატიები პროექტის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში • ეროვნულ დონეზე: სასკოლო ვებგვერდები, სკოლის Facebook ჯგუფი, საგანმანათლებლო ჟურნალები და ბროშურები გამოიყენება პროექტის საქმიანობის გასავრცელებლად. პედაგოგები წარმოადგენენ პროექტს სხვადასხვა ღონისძიებებზე/კონფერენციებზე და ეროვნულ ტელევიზიებში. • საერთაშორისო დონეზე: სოციალური მედია, როგორიცაა Facebook, YouTube და Twitter არის პლატფორმები, პროექტის საერთაშორისო დონეზე გასავრცელებლად. პროექტი ასევე შეიძლება წარმოდგენილი იყოს პირისპირ საერთაშორისო ღონისძიებებზე. პედაგოგები თანამშრომლობენ და წერენ სტატიას, რომელსაც ავრცელებენ eTwinning ჯგუფის Newsletter- ში „eTwinning– ის პროექტების ხილვადობა“. • მარსზე: პროექტი საოცრებათა ქვეყნის მასწავლებლები და მათი სკოლები რეგისტრირებულნი არიან, რათა შეუერთდნენ ივნისში ნასას მისიას • შემოთავაზებული ინსტრუმენტები: ვიდეო , ინფოგრაფიკა - piktochart
Show more

Additional information

  • Age from:
    7
  • Age to:
    11
  • Difficulty:
    Intermediate