Skip to main content
European School Education Platform
eTwinning Kit

ჯადოსნური თავსაბურავების აუქციონი

პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეებს აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის დანერგვა და განხორციელება „eTwinning“ პროექტის მეშვეობით და მისი პოპულარიზაცია კლასებში. მონაწილეები ქმნიან ტრადიციულ ნაციონალურ თავსაბურავებს, შემდეგ კი ნამუშევრები გააქვთ აუქციონზე (ეს აქტივობა შეიძლება შემოიფარგლოს, არა მხოლოდ თავსაბურავების, არამედ ხალხური კოსტიუმების ან სიმბოლოების შექმნითაც). კულტურული მემკვიდრეობის საგნების შექმნისა და ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეები და პედაგოგები ხელს შეუწყობენ კულტურული მემკვიდრეობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე მოსწავლეებს განუვითარდებათ წერითი, ჯგუფური მუშაობისა და ისტ-ის უნარები.

Objectives
Objectives
• სტუდენტების ინფორმირებულობის ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ. • მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის მნიშვნელობის ბოლომდე გაგება და დაცვა • წერითი, ჯგუფური მუშაობისა და ისტ-ის უნარების განვითარება • დაეხმაროს მოსწავლეებს ევროპული ღირებულებების ამოცნობაში, შესწავლასა და გაცნობიერებაში. • მოსწავლეთათვის ერებსა და კულტურებს შორის არსებულ მსგავსებასა და განსხვავებებზე ცოდნის ჩამოყალიბება.
Show more
Introduction of partners
Introduction of partners
ვინ ხარ შენ?ერთმანეთის საერთაშორისო ჯგუფებში წარდგენა:ნაწილი 1: მასწავლებლები ქმნიან გვერდს „TwinSpace“ პლათფორმაზე, ერთ ქვეჯგუფს თითოეული საერთაშორისო ჯგუფისთვის (თოთოეული ჯგუფი შედგება სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებისაგან) თავიანთ საერთაშორისო ჯგუფის Padlet პლატფორმის გვერდზე სტუდენტები გამოაქვეყნებენ შეტყობინებას, რათა გააცნონ თავიანთი თავი გუნდის სხვა წევრებს ქვიზის საშუალებით. ჯგუფის თითოეული წევრი გამოაქვეყნებს სხვადასხვა მინიშნებებს საკუთარი ეროვნების შესახებ: რაიმე საგანი მათი ქვეყნიდან, საყვარელი სპორტის სახეობა, საყვარელი სამოსის ფოტო და საყვარელი წიგნის ფოტო. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უნდა გამოიცნონ რომელი ქვეყნიდან არიან მოსწავლეები და რა არის მათი ჰობი. ნაწილი 2: თითოეული მოსწავლე საკუთარ თავზე ჩაწერს მოკლე გაცნობითი შინაარსის ვიდეოს (მაქსიმუმ 2 წუთი), სადაც დასახელებული იქნება მათი ჰობი, საყვარელი სპორტის სახეობა და კულტურული ნივთი. ვიდეოები შეგროვდება პედაგოგების ან მოსწავლეების მიერ და განთავსდება საერთო „TwinBoard“-ის გვერდზე. პროგრამული საშუალებები : ტელეფონი ან კამერა, ვიდეო რედაქტირების პროგრამა, თუ მოსწავლეებს სურთ ვიდეოს რედაქტირება მისთვის საბოლოო სახის მისაცემად, მაგალითად : ViewbixPadlet
Show more
Orientation
Orientation
პედაგოგებისათვის- დაგეგმვა: კოლაბორაციული გეგმა გამოიყენება პარტნიორებისათვის, რათა თითოეულმა პარტნიორმა შეძლოს დაგეგმვის შაბლონში თავისი იდეებისა და შემოთავაზებების დამატება, ცვლილებების შეტანა, ასევე შეადგინოს ვებ 2.0 ხელსაწყოების სია, რომელთა გამოყენებაც პროექტის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. აქტივობა 1: სიტყვების „ღრუბელი“: პარტნიორები პასუხობენ შეკითხვაზე: რა ეროვნული თავსაბურავი ეხურათ თქვენს ქვეყანაში?” https://www.mentimeter.com -ის, დახმარებით. ყველა პარტნიორი ირჩევს მხოლოდ ერთ ცალ თავსაბურავს და აწერს სახელს მის მშობლიურ ენაზე. აქტივობის ბოლოს, ისინი მიიღებენ სიტყვების „ღრუბელს“, რომლის გამოყენება შეიძლება პროექტის ლოგოდ. აქტივობა 2: კვლევა: საერთაშორისო ჯგუფებში (იგივე ან სხვა ჯგუფში), თითოეულ ჯგუფს სთხოვენ შეისწავლონ ეროვნული თავსაბურავის ან სხვა კულტურული ობიექტის სახეობა (ყელსახვევი, ტრადიციული სამოსი). მნიშვნელოვანია, რომ აქტივობაში ყველა მონაწილე ქვეყნის საგნები შედიოდეს და თითოეული ჯგუფი იკვლევდეს სხვადასხვა თავსაბურავს /საგანს. მოსწავლეები იკვლევენ თავსაბურავის/საგნის წარმოშობის შესახებ. პედაგოგები შეადგენენ შეკითხვებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებათ გაეცნონ ნივთის ისტორიას, როგორია კულტურული გავლენა სხვა ერების ტრადიციულ სამოსზე და ა.შ. საერთაშორისო ჯგუფების მოსწავლეები ატარებენ კვლევას, ქმნიან და წარადგენენ პრეზენტაციებს ეროვნული თავსაბურავების შესახებ, რატომ იყენებდნენ, რა მასალისგან მზადდებოდა, მათი ფერებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. პროგრამული საშუალებები : mentimeterPadletdocs.google
Show more
Collaboration
Collaboration
ეროვნული თავსაბურავების დამზადება: ნაწილი 1 დაგეგმვა: თითოეული საერთაშორისო გუნდი წერს ინსტრუქციას, თუ როგორი უნდა დამზადდეს თავსაბურავები: რა მასალა უნდა გამოიყენონ, როგორ დაამზადონ, თუ საჭიროა სხვადასხვა სპეციალური ტიპის ქსოვილების გამოყენება და როგორ შეიძლება მათი შეცვლა უფრო ხელმისაწვდომი მასალით. ალტერნატივა: თუ შესაძლებელია, მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან პროტოტიპი ინტერნეტით, ეს შეიძლება გაკეთდეს ქვემოთ ჩამოთვლილი უფასო პროგრამებით. ნაწილი 2: დამზადება: ეროვნულ გუნდებში, გადანაწილდება საერთაშორისო ჯგუფების მიერ შექმნილი ინსტრუქციები და თითოეული ეროვნული გუნდი შექმნის თავსაბურავს/საგანს მიღებული ინსტრუქციის შესაბამისად. აუქციონი:ნაწილი 1: მომზადება: მოსწავლეები აუქციონისათვის მათ მიერ დამზადებული თავსაბურავებისთვის წერენ აღწერას, აკეთებენ მის რეკლამირებას აუქციონისათვის. მოსწავლეები ორგანიზებას უწევენ ონლაინ ღონისძიებას, სადაც ისინი აწყობენ აუქციონს, წარადგენენ მათ სამოსს და შემდეგ ერთად ფიქრობენ, როგორ შეუძლიათ აუქციონზე წარდგენილი ნივთის გაყიდვას შეუწყონ ხელი. ყველა იდეა შეგროვდება და განთავსდება ერთ დოკუმენტად, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთში გაიზიარებენ. ნაწილი 2: აუქციონი: თოთოეული პარტნიორი ქვეყანა მოაწყობს თავსაბურავების აუქციონს, ონლაინ ღონისძიებაში განხილული მითითებების საფუძველზე. მოწვეული იქნებიან მშობლები, მოსწავლეები და სხვა დამსწრეები. მოსწავლეებს შემდგომ შეუძლიათ გაავრცონ საკითხი და ახსნან, თუ როგორ შეიძლება თავსაბურავის გამოყენება ყოველდღიურ თანამედროვე ცხოვრებაში და იპოვონ სხვადასხვა შემოქმედებითი იდეები მათი მრავალჯერადი გამოყენებისათვის. ტრანსნაციონალური თავსაბურავების დამზადება: ამ აქტივობის მთავარი მიზანი არის მსგავსი ინტერესებისა და უნარების მქონე მოსწავლეების გაერთიანება. მოსწავლეები ქმნიან ისეთ ახალ თავსაბურავს, რომელიც აერთიანებს ყველა ქვეყნის თავსაბურავს, მაგ: თავსაბურავისთვის ერთი ქვეყნიდან აღებულია დროშის ფერი, მეორედან - ფორმა, მესამედან - ქსოვილი და ა.შ. ეს შეიძლება გაკეთდეს ჯგუფურად პატარა საერთაშორისო ჯგუფებში, თითოეული შექმნის რამდენიმე ვარიანტს თითოეული კრიტერიუმისათვის და მოსწავლეები გადაწყვეტენ როგორი უნდა იყოს თავსაბურავის საბოლოო სახე. შეუძლაით გამოიყენონ დიზაინისა და ონლაინ პროტოტიპის საშუალებები ნიმუშის შესაქმნელად, რაც საშუალებას მისცემთ კრეატიული და ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებაში. ალტერნატივა: თითოეული ჯგუფი ქმნის ტრანსნაციონალურ თავსაბურავს და გააქვს აუქციონზე. კოლაბორაციული წიგნი: მოსწავლეები ამზადებენ პროექტის ონლაინ წიგნს, რომელშიც შესული იქნება პრეზენტაციები, ყველა შესრულებული სამუშაო დაწყებული კვლევით დამთავრებული თავსაბურავების შექმნითა და ონლაინ გალერიით. დასკვნითი გამოკითხვა: მოსწავლეები მუშაობენ ტრანსნაციონალურ გუნდებში. თითოეული ეცნობა პროექტის დასაწყისში მომზადებულ პრეზენტაციებს ეროვნული თავსაბურავის შესახებ და ადგენს კითხვებს ქვიზისთვის. მათ შეუძლიათ ჩაატარონ ონლაინ ქვიზი ბოლო ონლაინ კონფერენციაზე. ქვიზის ორგანიზება შესაძლებელია როგორც ეკრანზე სავარაუდო პასუხების გამოტანით ისე კითხვების დასმით აუქციონის ბოლოს ან სკოლაში ღონისძიებისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით. პროგრამული საშუალებები: პროგრამები პროტოტიპის შესადგენად: https://www.figma.com/graphic-design-tool/ figmamoqupsdesignwizardcanva ჯგუფური გადაწყვეტილების მისაღებად: https://dotstorming.com/, google docs, google forms კოლაბორაციული წიგნის შესაქმნელად: Madmagz ონლაინ ქვიზისათვის: mentimeterPadletdocs.google
Show more
Evaluation & Assessment
Evaluation & Assessment
შეიძლება გამოყენებული იქნას შეფასების სხვადასხვა ფორმები: 1. ხმის მიცემა: ყოველი აქტივობის შემდეგ TwinSpace-ში ხდება გამოკითხვა როგორ მოგეწონათ ან რატომ მოგეწონათ ეს აქტივობა? ხომ არ გქონდათ რაიმე სახის პრობლემა? თუ კი, როგორ მოაგვარეთ ის? ფორუმი: მოსწავლეები იყენებენ eTwinning ფორუმს და განიხილავენ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ მიერ შექმნილ თავსაბურავებში. მათ სთხოვენ დაწერონ ერთი გასაოცარი და ახალი ფაქტი, რაც პროექტის განმავლობაში სხვა კულტურების შესახებ ისწავლეს. გამოკითხვა: მოსწავლეები შეფასებისათვის იყენებენ გამოკითხვას და პასუხობენ კითხვებს: რა იყო ყველაზე საინტერესო პროექტში? რატომ? რომელი ისტ-ის პროგრამული საშუალების გამოყენება ისწავლეთ? რომელი პროგრამული საშუალების გამოყენება მოგეწონათ? რომელი აქტივობა იყო საინტერესო? რატომ? რა ისწავლეთ ამ აქტივობებით? გსურთ კვლავ მიიღოთ მონაწილეობა eTwinning პროექტებში? და ა.შ.
Show more
Follow up
Follow up
დოკუმენტაცია: პროექტის საწყისი გეგმა დავალებების ჩამონათვალთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს TwinSpace-ზე შექმნილ აქტივობის ცალკეულ გვერდზე. - პროექტის თითოეული საქმიანობისათვის უნდა შეიქმნას ცალკე აქტივობის გვერდები, რომლებიც უნდა შეიცავდეს აქტივობის მოკლე აღწერასა და საბოლოო შედეგებს. - ნებისმიერი კომუნიკაცია ჩათის ოთახში, ფორუმი, ან სესია უნდა იყოს დოკუმენტირებული. მთელი ეს მასალა უნდა იყოს ნაჩვენები შესაბამის აქტივობის გვერდებზე. - პედაგოგებმა და მოსწავლეებმა რეგულარულად უნდა განაახლონ პროექტის ჟურნალი TwinSpace-ზე. ინფორმაციის გავრცელება: ყველა eTwinner-ის წევრისთვის: ღონისძიებები: პროექტის ორგანიზატორები საიტზე eTwinning ქმნიან ღონისძიებას თავიანთი პროექტის პოპულარიზაციის მიზნით. ისინი eTwinner-ის წევრებს აცნობენ მათი აქტივობების, მიღებული ცოდნის შესახებ. აგრეთვე, ღონისძიებაში გაზიარებულია პლაკატები, ბმულები და ფოტოები. პორტალზე ასევე გაზიარებულია მოსწავლეების შექმნილი ინტერაქტიული პოსტერი. თუ ადგილზე ღონისძიების ჩატარება ვერ ხერხდება, შესაძლებელია ეროვნულ დონეზე ონლაინ ღონისძიების ორგანიზება, პროექტის შედეგების, მიღწევებისა და სხვათა დემონსტრირება. პედაგოგების, მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისათვის: მოდების ჩვენება: მოსწავლეებს შეუძლიათ საზეიმო ვითარებაში მოდების ჩვენების ჩატარება თავსაბურავებზე. პედაგოგებს შეუძლიათ შოუზე მოიწვიონ დამსწრე საზოგადოება, რათა გააცნონ გატარებული ღონისძიებები. ჩვენების შემდეგ გაიმართება გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეები იყენებენ მათ მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილ რეკლამირების საშუალებებს. eTwinning კუთხე: პარტნიორები eTwinning-ზე ქმნიან სკოლის პროექტების დაფას პროექტისა და აქტივობების გასავრცელებლად. ეს შეიძლება იყოს eTwinning კუთხე თვალსაჩინოებისათვის, სადაც გაზიარებული იქნება ყველა რესურსი და მასალა თანასკოლელებთან და სკოლის თანამშრომლებთან. ფოტოები eTwinning-დან ატვირთული იქნება TwinSpace-ზე.
Show more

Additional information

  • Age from:
    6
  • Age to:
    14
  • Difficulty:
    Easy