Skip to main content
European School Education Platform
News item

საგაზაფხულო კამპანია 2023 – ინოვაციების შეტანა საკლასო ოთახში eTwinning-თან ერთად

რადგანაც eTwinners-ების წლევანდელი თემა არის ინოვაციები და განათლება, საგაზაფხულო კამპანია შედგება აქტივობებისა და ვებინარებისგან, რომლებიც ფოკუსირებულია ოთხ მთავარ საყრდენზე, რომლებიც დაკავშირებულია ინოვაციებისა და განათლების უფრო ფართო თემასთან და როგორ შევიტანოთ ინოვაცია საკლასო ოთახში eTwinning-თან ერთად.
Spring Campaign

1 მარტიდან 7 აპრილამდე, eTwinners-ები იქნებიან წახალისებულნი, დაფიქრდნენ აღნიშნულ თემაზე რამდენიმე ონლაინ აქტივობაში მონაწილეობის მიღებით. მომხმარებლებს ასევე მიეწოდებათ შთამაგონებელი რესურსები იმის შესახებ, თუ როგორ წაახალისონ სინერგია განათლებასა და ინოვაციებს შორის.

 

კამპანია მოიცავს მოსწავლეებისა და პერსონალის კეთილდღეობის ხელშეწყობას, სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოების და ხელოვნური ინტელექტის შეთავაზებას საკლასო ოთახში და  ინკლუზიური გარემოსთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

ინოვაცია არ უნდა იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ციფრულ ინსტრუმენტებზე, არამედ უფრო მეტი უფლებამოსილება უნდა მისცეს მოსწავლეებს საკლასო ოთახში, რათა მიიღონ თავიანთი საგანმანათლებლო და კეთილდღეობის საჭიროებები. ქვეთემები, რომლებიც განხილული იქნება ყველა აქტივობაში, მოიცავს:

  • სოციალური ინოვაცია სკოლაში,
  • გონებრივი და ემოციური კეთილდღეობა სკოლებში,
  • პედაგოგიური ინოვაცია,
  • ხელოვნური ინტელექტი.

 

 

ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე ახალ სპეციალურ ჯგუფში, მონაწილეები იპოვიან ინტერაქტიული წიგნების თაროს, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად აირჩიონ აქტივობების სპექტრი, წასაკითხი სტატიები და ინსპირაციული მასალები ქვეთემებზე. კამპანიის განმავლობაში მონაწილეებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რამდენიმე ვებინარში ისეთ თემებზე, როგორიცაა კეთილდღეობა, ხელოვნური ინტელექტი და როგორ გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას.

 

მონაწილეებს სთხოვენ გააზიარონ, თუ როგორ ინარჩუნებენ თავიანთ საკლასო ოთახში ინოვაციურობას და როგორ იყენებენ კამპანიის სხვადასხვა ქვეთემას სოციალურ მედიაში #eTw4Innovation-ის გამოყენებით. შესაბამისად, მონაწილეებს შეეძლებათ წვდომა სხვა მონაწილეების სასარგებლო რესურსებზე.

Additional information

  • Target audience:
    Student Teacher
    Teacher
    Teacher Educator

Key competences