Skip to main content
European School Education Platform
News item

ითვინინგის სკოლების ონლაინ კონფერენცია დეკემბერში გაიმართება!

შემოუერთდით ონლაინ კონფერენციას 2022 წლის 7 დეკემბერს და მოუსმინეთ საინტერესო მოხსენებებს ინკლუზიური და ინოვაციური სასწავლო ორგანიზაციების შესახებ!
eTwinning Schools Conference

2022 წლის ყოველწლიური კონფერენცია ითვინინგის სკოლების, როგორც ინკლუზიური და ინოვაციური სასწავლო ორგანიზაციების შესახებ, გაიმართება 2022 წლის 7 დეკემბრიდან 9 დეკემბრამდე. კონფერენციის პირველი დღე, 7 დეკემბერი, ოთხშაბათი, გადაიცემა პირდაპირ ეთერში და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის – რეგისტრაცია არ არის საჭირო!


ითვინინგის სკოლის ნიშნის მფლობელი სკოლები შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მთელმა სკოლამ ითვინინგისგან. აღნიშნული სკოლები აქტიურად ნერგავენ და  პოპულარიზაციას უწევენ ითვინინგის ღირებულებებსა და პედაგოგიურ მეთოდებს, ასევე წარმოადგენენ ერთგვარ სტანდარტს ადგილობრივი თემისთვის და მაგალითს სხვა სკოლებისთვის. ყოველწლიური კონფერენცია აერთიანებს ითვინინგში მონაწილე ქვეყნების სკოლებსა და 5000-ზე მეტი სკოლის პერსონალს.


კონფერენციის პირველ დღეს, მონაწილეები გაეცნობიან კონფერენციის შინაარსს ორმაგი მიდგომის მეშვეობით, რომელიც გულისხმობს პოლიტიკასა და პედაგოგიურ კონტრიბუციას. დღის წესრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
 

  • მისასალმებელ სიტყვას წარმოთქვამს ევროკომისიის წარმომადგენელი, ანალიზა კანონი. შესავალ სიტყვაში განხილული იქნება ევროკავშირის უახლესი ინიციატივები სასკოლო განათლებაში ინკლუზიურობის ხელშესაწყობად.
  • პირველ მოხსენებას გააკეთებს მომხსენებელი მაილს მედისონი, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს ინკლუზიური დაწესებულებების პოლიტიკასა და ინოვაციურ პრაქტიკებზე.
  • მეორე მოხსენებას წარმოადგენს ნაომი ვან სტეპელი, რომელიც ისაუბრებს მოსწავლე-მასწავლებლის პარტნიორობის როლზე ინკლუზიური სასწავლო ორგანიზაციების შექმნის პროცესში.

 

კონფერენციის მეორე და მესამე დღე ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეებისათვის.


უყურეთ კონფერენციის გახსნის ცერემონიას პირდაპირ ეთერში, 2022 წლის 7 დეკემბერს, ევროპის დროით 15:00 საათიდან.


გელით შემდეგ ბმულზე

Additional information

  • Education type:
    School Education