Skip to main content
European School Education Platform
News item

შემაჯამებელი სტატია ყოველწლიური კონფერენციის შესახებ

ითვინინგის სკოლების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 7-9 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეები გაეცნენ ითვინინგის სკოლების ინკლუზიურ და ინოვაციურ პრაქტიკას.
eTwinning Schools Annual Conference

ანალიზა კანონიმ, რომელიც არის ევროკომისიის პოლიტიკის ოფიცერი სკოლის ვადაზე ადრე მიტოვებისა და დაბალი აკადემიური მოსწრების მინიმიზაციის მიმართულებით; გენერალური დირექტორი განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის; ახალგაზრდობის, განათლების და ერაზმუს+; სკოლებისა და მულტილინგვიზმის საკითხებში, გახსნა კონფერენცია და ისაუბრა ევროკავშირის უახლესი ინიციატივების შესახებ სასკოლო განათლებაში ინკლუზიურობის ხელშეწყობის მიზნით.


მაილს მედისონმა, პირველმა მომხსენებელმა, ისაუბრა ინკლუზიური ორგანიზაციების პოლიტიკასა და ინოვაციურ პრაქტიკებზე. ბატონი მედისონი 25 წელია ეხმარება სახელმწიფო და ევროპულ საერთაშორისო სკოლებს ინკლუზიური და თანამშრომლობითი საკლასო ოთახებისა და ორგანიზაციების განვითარებაში. იმ ფაქტის აღნიშვნის შემდეგ, რომ ინკლუზიური სკოლები საჭიროებენ კარგად ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, მედისონმა განმარტა, თუ როგორ უნდა მოახდინონ სკოლებმა საკუთარი კონტენტის, მეთოდებისა და მიდგომების მუდმივი განახლება ინკლუზიურობის შესანარჩუნებლად. მედისონის აზრით, ინკლუზია არის პრაქტიკაში დანერგილი შეხედულებები და ღირებულებები.


მეორე მომხსენებელმა, ნაომი ვან სტეპელიმ, ისაუბრა მოსწავლე-მასწავლებელთა პარტნიორობის როლზე ინკლუზიურ სასწავლო ორგანიზაციებში. სტეპელი, რომელიც ჰააგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორია ინკლუზიური განათლების დარგში, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ძალების გადანაწილება საკლასო ოთახში ინკლუზიური პოლიტიკის დასანერგად.


კონფერენციის მეორე დღე დაიწყო მოხსენებით თვითრეგულირებადი სწავლების როლზე ინკლუზიურობის გაძლიერების პროცესში. დოქტორი იელთსენ პიტერსი, „თვითრეგულირებადი სწავლების ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, ესაუბრა მასწავლებლებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განვითარებაში. 


ზემოთ აღნიშნული მოხსენების შემდეგ, გაიმართა ორი ვორქშოფი. სემინარების თემები მოიცავდა პროექტზე და პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას და სწავლის გაძლიერებას ამოტრიალებულ საკლასო ოთახში.


კონფერენციის დასკვნითი დღე გაიხსნა ითვინინგის ცენტრალური მხარდაჭერის სამსახურის მოხსენებით ითვინინგის სკოლების ინკლუზიური და ინოვაციური პრაქტიკების შესახებ. ირენ პატერაკმა და დოქტორმა ნიკოლაოს მურატოღლუმ ისაუბრეს ინკლუზიური სკოლების ძირითადი პრაქტიკების შესახებ, როგორიცაა პოლიტიკა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კურიკულუმით გაწერილი აქტივობები.


აღნიშნული მოხსენების მოსმენის შემდეგ, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა ემუშავათ ერთად და დაედგინათ თავიანთი სკოლების საჭიროებები პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. ჯგუფებში დისკუსიის შემდეგ, მონაწილეებმა გაუზიარეს სხვა მონაწილეებს თავიანთი გამოწვევები და მოსაზრებები. 

Additional information

  • Education type:
    School Education
  • Target audience:
    Head Teacher / Principal
    Teacher

Tags

eTwinning community
eTwinning conferences
eTwinning Schools

School subjects