Skip to main content
European School Education Platform
დედამიწა
PROJECT
Active

ჩვენ და დედამიწა

პროექტის დასაწყისში განსაზღვრავ მოსწავლეთა წინარე ცოდნას, ამისათვის დავხატავ დედამიწას და მოსწავლეებს ჩამოვათვლევინებ სიტყვებს რომელის შეესაბამება მას, ( ასოციაციური კავშირის რუკა) ვაჩვენებ ვიდეო ფილმს ,სადაც ასახული იქნება ის ფაქტები სადაც ჩანს რომ ,როგორ ბინძურდება გარემო. ფილმის ჩვენების შემდეგ ,დავსვამ კითხვების: რა გრძნობა დაგეუფლათ როდესაც ფილმს უყურეთ ? თქვენ თუ მომხდარხართ მსგავს ადგილებში ? როგორ მოიქცევით დედამიწა რომ არ დაბინძურდეს ? ვინაიდან 22 აპრილი არის დედამიწის დღე დავგეგმავთ და განვახორციელებთ პროექტს, „ ჩვენ და დედამიწა“ , შევიმუშავებთ გეგმას, დავსახავ სხვადასხვა აქტივობებს ,მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და მოხდება მოძიებული ინფორმაციის დახარისხება, დაწერენ ესეს „ დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს ,ის იტყოდა “ ,მოხდება ესეების პრეზენტაცია, მომდევნო ეტაპზე კლას გავყოფ ჯგუფებად, ერთი ჯგუფი დაამზადებენ პლაკატებსა ,ხოლო მეორე ბუკლეტებს, მესამე მწვანე ყუთის ,რომელიც განთავსდება სკოლაში მაკულატურის შესაგროვებლად, სკოლის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვავენ ხეებს უფროსების დახმარებით, პოსტერზე მექნება დედამიწის ფოტო, ერთი მხიარული და მეორე მოწყენილი, კლას გავყოფ ორ ჯგუფად ერთი ჯგუფი ჩამოწერს და მიაკრავს მოწყენილ დედამიწას პრობლემებს ,ხოლო მხიარულზე მეორე ჯგუფი ჩამოწერს გადაჭრის გზებს, მოახდენენ პრეზენტაციას, მოსწავლეები პროექტის დასასრულს მოაწყობენ ფლეშმობს, ამ აქტივობაში ჩაერთვებიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები , ასევე მოსწავლეებს შევაქმნევინებ ბლოგს, სადაც განათავსებენ პროექტის ამსახველ ფოტოებს, ბოლოს მოხდება პროექტის პრეზენტაცია ,რომელსაც წარუდგენენ აუდიტორიის , მოხდება აუდიტორიის ინფორმირება ,თუ რატომ არ უნდა დააბინძურონ გარემო.
Created on
2 members

Information

Members:
2
Membership:
Georgia(2)
Age range:
9
-
12
Subjects of teaching:
Vocational subjects of teaching:
Key competences: