Skip to main content
European School Education Platform
წყლის რესურსების დაცვა
PROJECT
Closed

წყლის რესურსების დაცვა

პროექტი ეხება წყლის რესურსების დაცვას. წყალი - ეს უნიკალური რესურსია დედამიწაზე, სამწუხაროდ ადგილი აქვს აღნიშნული ბუნებრივი რესურსის დაბინძურებას. რომელიც ხდება ორი ძირითადი ფაქტორით: პირველი-ესაა ბუნებრივი (მაგალითად, გახსნილი ან შეჩერებული მინერალური და ორგანული ნივთიერებები), რომლებიც არსებობენ დედამიწის ქერქში, ატმოსფეროსა და წყლებში. ხოლო მეორე- ანთროპოგენური ფაქტორი ანუ უკავშირდება ადამიანის საქმიანობას. საქართველო მდიდარია ამ რესურსით და ჩვენთანაც, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წყლის დაბინძურების პრობლემაა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ამ უნიკალური რესურსის დაცვა და გონივრული მოხმარება. ბოლო წლებში ბევრი ქვეყანა ცდილობსამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას და მათ შორის საქართველოც 2015 წლიდან ჩაერთო სპეციალურ პროგრამაში, ანუ გლობალური მდგრადი მიზნების განხორციელების პროცესში. (წყლის რესურსების დაცვა არის მიზანი# 6 -,,სუფთა წყალი და სანიტარია)
Created on
5 members

Information

Members:
5
Membership:
Georgia(4), Romania(1)
Age range:
10
-
16
Subjects of teaching:
Vocational subjects of teaching: