სწრაფი კვება მეტად მოსახერხებელია, თუმცა დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და შესაბამისად მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსწავლეები პოპულარიზაციას გაუწევენ ისეთ ეროვნულ კერძებს, რომლების ეკოლოგიურად იქნება სუფთა, მოსამზადებლად მარტივი და ჩაანაცლებს ფასთ ფუდს. გადაიღებენ საკვების მოზადების ვიდეოებსა და ფოტოებს. ამასთანავე, განიხილავენ თუ რომელი ქიმიური ელემენტებითა და ვიტამინებით არის მდიდარი მათ მიერ მომზადებული საკვები. დაგეგმავენ ვიზიტს ექიმ-ენდოკრინოლოგთან, აიღებენ ინტერვიუს. შეადგენენ სწორი კვების რეჟიმს. დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებსა და ფლაერებს, შეექმნიან cook-book-ს.