პროექტის გეგმა
პროექტის გეგმა
https://docs.google.com/document/d/1ADpiiHDr_qrPidnZosOCnlye7bYEp8KMndBZ4orYJDQ/edit?usp=sharing
სათაური
რატომელები
მოკლე აღწერა
„რატომელები“ ცნობისმოყვარე ბავშვები არიან, რომლებსაც სამყაროში ბევრი რამ აინტერესებთ. ეძებენ პასუხებს კითხვებზე: რატომ? როდის? რისთვის? საიდან?... ისინი განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და მოახდენენ ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევეის დემონსტრირებას. უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაატარებენ საინტერესო კვლევებს და ექსპერიმენტებს. დააკვირვების გზით შეაგროვებენ და ჩაინიშნავენ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო მონაცემებს. კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით წარმაოდგენენ საკუთარ მოსაზრებებს და კვლევის შედეგებს.
მოსწავლეთა ასაკობრივი დიაპაზონი
7-11
მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა
>100
საგანი ან საგნების ჩამონათვალი
ბუნება, მათემატიკა, ტექნოლოგიები, მეცნიერება, ხელოვნება, ინჟინერია
მიზნები
თანამედროვე მსოფლიოში STEM სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პროექტი მიზნად ისახავს საუკუნის კომპეტენციების მხარდაჭერას, მოსწავლეებში მეცნიერული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას და ინოვაციური მეთოდებით STEM -ის დისციპლინების დამკვიდრებას. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს ისე შევაყვაროთ STEM საგნები, რომ მათ მიმართ გამოხატონ პოზიტიური დამოიდებულება. რაც დაეხმარებათ დაძლიონ მათემატიკის სწავლის შიში. თამაშითა და სხვა საგნებთან ინტეგრირებით ვუზრუნველყოთ მათი მრავალმხრივი განვითარება, სწავლის მუდმივობა და კრეატიულობა. პროექტი მიზნად ისახავს საბაზისო განათლების პერიოდში მოსწავლეებს განუვითარდეთ აბსტრაქტული ცნებება. საშუალება მიეცეთ შეისწავლონ სამყარო თანატოლებთან თანამშრომლობით STEM კვლევების საშუალებით. STEM სწავლებით გამომუშავებული უნარები მოსწავლეებს ეხმარება სასკოლო და სკოლის შემდგომ ეტაპებზე წარმატების მიღწევასა და ცვლილებებთან ადაპტაციაში.
სამუშაო პროცესი:
პროექტის განმავლობაში მასწავლებლები ვუხელმძღვანელებთ და მხარს დავუჭერთ მოსწავლეების საქმიანობას. ისინი იმუშავებენ როგორც კლასში, ასევე სახლში. განხორციელდება მრავალფეროვანი აქტივობები. გაკეთდება პროექტის შესავალი ვიდეო. განისაზღვრება პროექტის წესები. ავატარების საშუალებით გავიცნობთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ქვეყნის, ქალაქის, სკოლის წარსადგენად შეიქმნება Padlet დაფა. გაკეთდება კითხვარები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის. შეიქნება პროექტის ლოგოები და პოსტერები. მოეწყობა კონკურსები გამარჯვებული ლოგოსა და პოსტერის გამოსავლენად. კომუნიკაციისათვის გამოყენებული იქნება Facebook, WhatsApp და Teams ჯგუფები. დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების შესასრულებლად ჩატარდება თანამშრომლობითი სამუშაოები. განხორციელდება სახალსიო კვლევები მათემატიკური თამაშებით. მოსწავლეები გაარვევენ, რას ჭამენ ჭიანჭველები. რა სახის ადამიანურ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას. დააკვირდებიან ცხოველებს, რათა დაინახონ, როგორია მათი პრეფერენციები. რომელი საკვები უყვართ მათ. მოხდება მიღებული შედეგების აღრიცხვა და ანალიზი. მოეწყობა სახალისო ვიქტორინა. ყველა სკოლის მიერ შეიქმნება ერთობლივი პროდუქტი თანმიმდევრული ამბავი. ჩვენი პროექტის სახელწოდება აეწყობა ასოებით და შეიქმნება როგორც ერთობლივი პროდუქტი. veb 2 ინსტრუმენტების გამოყენებით შეაქმნიანება სხვადასხვა რესურსები. საბოლოოდ, მოხდება პროექტის შეფასება და გავრცელება როგორც სკოლაში, ასევე, სოციალური მედიის საშუალებით. მარტში დაწყებული ყოველთვიური აქტივობები დასრულდება მაისში. თუმცა, მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება პროექტს დაემატოს ახალი აქტივობები და გაგრძელდეს მომდევნო სასწავლო წელს.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის წყალობით, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეითხვებზე. ჩამოყალიბდებათ სიყვარულის, პატივისცემის, თანაგრძნობისა და ნდობის განცდა. გამოუმუშავდებათ დაკვირვების, არგუმენტირებული მსჯელობის, დასაბუთების, შეფასებისა და ანალიზის უნარ-ჩვევები. მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი ბუნების, მათემატიკის, მეცნიერების, ხელოვნების, ინჟინერიის მიმართ და დავინახავთ მათი კომპეტენციების გაზრდას ამ სფეროებში. რაც ხელს შეუწყობს კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების, ინოვაციური, ციფრული წიგნიერების, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ადვილად იპოვიან პასუხებს შეკითხვეზე, აქტიურად იქნებიან ჩართული კვლევა-ძიების პროცესებში. მარტივად გადაჭრიან პრობლემებს. აუმაღლდებათ მოტივაციის გრძნობა. გაუჩნდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, ეს დაეხმარა მათ გახდნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა, აქვთ მაღალი თავდაჯერებულობა და კომუნიკაციის უნარი. გაუმჯობესდება მოსწავლეების კომპიუტერული უნარები. ისინი შექმნიან კონკრეტულ პროდუქტების ისტორიას შერეულ გუნდებთან ერთად მიღებული, ნანახი და მოსმენილი ინფორმაციის შერწყმით. ამით, პროექტის მიზანი იქნება მიღწეული.