Skip to main content
European Commission logo
European School Education Platform
მეგობრობა გზად და ხიდად“ (ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში)
TwinSpace | TwinSpace

„მეგობრობა გზად და ხიდად“ (ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში)

Pages

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროექტში “მეგობრობა გზად და ხიდად (ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში)”

Created by Manana Bakradze
Last updated by Manana Bakradze 2 years 8 months ago

 

 

პროექტის საფუძველია, ჩვენი მოსწავლეები, საქართველოს რეგიონებიდან, გავაცნოთ და დავამეგობროთ. ვირტუალურად ვამოგზაუროთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ცოდნის განვითარებასა და სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებას.  განსაზღვრავენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რასაც დავით გურამიშვილი მე-18 საუკუნეში ამბობდა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“?

მოსწავლეები, პრაქტიკულად,  ვირტუალურად იმოგზაურებენ საქართველოს კუთხეებში. გაეცნობიან კულტურას, ტრადიციებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას. გარდა ამისა, მოსწავლეებს განუვითარდებათ 21 -ე საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა თანამშრომლობითი კულტურა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, ციფრული წიგნიერება, შემოქმედებითობა. ხელს უწყობს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებასა და მისი შინაარსის გაანალიზებას, ტექსტთან მუშაობის სხვადასხვა ხერხისა და მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმის გამოყენებას.