თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია მედია საშუალებებს. დღეს ადამიანები უკეთ აფასებენ და აანალიზებენ მედიაგზავნილებს.შეიქმნა მასალები ვიზუალური წიგნიერების,თხრობითი წიგნიერებისა და კომპიუტერული წიგნიერების შესახებ. ადამიანები, ინფორმაციის დამუშავების კუთხით,უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ ინფორმაციის მოძიების, მასზე მუშაობისა და მისი შინაარსის გაგების პროცესში.
დღეს თანამედროვე მოსწავლეები დგანან დიდი გამოწვევების წინაშე: ციფრული წიგნიერების დეფიციტი, ციფრული ინფორმაციის მოპოვება,საავტორო უფლება, იდენტიფიკაცია და პასუხისმგებლობა ახალი ამბების გავრცელებაზე, ტროლინგზე, სიძულვილის ენაზე.
მოცემული პროექტის განხორციელებით ამაღლდება ცნობიერება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ, ისწავლიან საკუთარი მოსაზრებების შეცვლას, დაამყარებენ ეფექტურ კომუნიკაციას სხვადასხვა მედიასაშუალებით.ასევე, დაეუფლებიან ტექნოლოგიების ეფექტურ და უსაფრთხო გამოყენებას.