პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამეწარმეო კულტურის ამაღლებასა და ფინანსური წიგნიერების განვითარებას. საქართველოში არსებული უმუშევრობის (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, პროექტი ორიენტირებულია ინოვაციური, სოციალური და მწვანე მეწარმეობის (გარემოსდაცვითი ბიზნესის) იდეების პოპულარიზაციაზე. მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად იძენენ პრაქტიკულ უნარებს, რაც ეხმარება მათ გახდნენ სოციალურად აქტიური მოქალაქეები და ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას.