Skip to main content
European Commission logo
European School Education Platform
PROJECT
Active

გიორგი ლეონიძე

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის სწავლების ერთ-ერთი ფორმა,რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი ,ერთფეროვანი სასწავლო პროცესისაგან .ის მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს მრავალფეროვანი გახადოს ყოველდღიური რუტინა როგორც თავისთვის ,ასევე მოსწავლეებისათვის .ტრადიციული მეთოდებისაგან განსხვავებით ის შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეები უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი თითოეულ აქტივობაში და განახორციელონ სხვადასხვა საქმიანობები ერთად, წყვილებში, ჯგუფურად და დამოუკიდებლად. პროექტი მოსწავლეებს უვითარებს ისეთ უნარ-ჩვევებს ,როგორიცაა ინიციატივის გამოჩენა ,კომუნიკაცია , ურთიერთთანამშრომლობა,მიზნის დასახვა, მიზნამდე მისაღწევი გზების ძიება,საქმიანობის დაგეგმვა,საკუთარი თავისა და ეთმანეთის შესაძლებლობების შეფასება და ამის მიხედვით საქმიანობის გადანაწილება, კომფლიქტის მართვა, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები და სხვა. პროექტით სწავლების დროს საკითხი უნდა იყოს აქტუალური ,ამ მიზნით განვახორციელე პროექტი „გიორგი ლეონიძე“. მოსწავლეები არ იცნობენ ქართველ პოეტებს , მწერლებს, მათ შემოქმედებას ;არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ მათი სახლ-მუზეომი ;არ იციან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები ;ნასწავლს ვერ იყენებენ პრაქტიკაში ; ყოველივე ეს დაბლა სწევს მათი სწავლის მოტივაციას და განათლების დონეს.
Created on
2 members

Information

Members:
1
Membership:
Georgia(1)
Age range:
8
-
14