Skip to main content
European School Education Platform
მშვიდობის ვარსკვლავი
PROJECT ●
Active

„ძალადობის პირისპირ, შეაჩერე ბულინგი!“

პროექტის მიზანია კონფლიქტების, ნებისმიერი ძალადობის პრევენცია. ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი საჭირო და საინტერესო იქნება არა მარტო მოსწავლეებისთვის არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. პრობლემა აქტუალურია, ის ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ყველგან- სკოლაში, ქუჩაში ეზოში, ინტერნეტში. ამ პრობლემამ არ იცის ასაკი და ვითარება, ის არ ბერდება, მხოლოდ სახეს იცვლის, იწყება პატარა წყენებით და გულზე გავლით, გვაყენებს ღრმა ტკივილს. მოსწავლეები მოისმენენ, გაიგებენ, გაიაზრებენ და კრიტიკულად შეაფასებენ რომ ბულინგი, ნებისმიერი სახის ძალადობა, ადამიანებისთვის ზიანის მომტანია. გაეცნობიან ბულინგის სახეებს: 1. ფიზიკური ბულინგი; 2. სიტყვიერი ბულინგი; 3. კიბერბულინგი; 4 არაპირდაპირი ბულინგი.
Created on
0 members