Skip to main content
European School Education Platform
პროექტის იდეა ემსახურება მოსწავლეებში ცნობიერების დონის ამაღლებას, იმის გაცნობიერებას, თუ როგორ მოქმედებს საყოფაცხოვრებო ნარჩენები გარემოზე და ადამიანის  ჯანმრთელობაზე. გაეცნობიან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ხერხებს(ვიდეო და პრეზენტაცია).
PROJECT
Active

,,არ დაყარო ნაგავი, ხე გვაქვს აქ დასარგავი"

პროექტი განკუთვნილია დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის. დღეს-დღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. იქ სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებენ მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებენ ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, საჭიროა ნარჩენების მართვასთან სწორი მიდგომა, რათა უამრავი პრობლემა ავიცილოთ თავიდან. შესაბამისად, ჩვენც მცირე წვლილი შევიტანოთ ამ გლობალური პრობლემის მოგვარებაში.
Created on
1 members

Information

Members:
1
Membership:
Georgia(1)
Age range:
8
-
14